Digest Logo

🎥 „საღამოს 6 საათამდე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ბავშვის მზეზე გაყვანა არ არის სასურველი“ - პედიატრის რჩევები!

1753291359
პედიატრი

პედიატრი, ეკა უბერი, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ რისკებზე, რომლებიც მზიან ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანას თან ახლავს.

„თუ აუცილებელია, რომ ბავშვი მაინც უნდა გაიყვანოთ, სპეციფიკური ტანსაცმელი შეარჩიეთ. ღია ფერის, დახურული ტანსაცმელი მოარგეთ. სასურველია, ნატურალური ქსოვილი იყოს. თავსაბურავი და წყალი აუცილებელია. წყალი პერიოდულად უნდა მივაწოდოთ, რომ ბავშვს გაუწყლოვნება არ განუვითარდეს.

ჩვილებში მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტი სასურველი საერთოდ არ არის. პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის კანი ძალიან თხელია. შესაბამისად, დამწვრობისკენაა მიდრეკილი. მელანინი, რაც ჩვენს კანს აფერადებს, მათთან, პრაქტიკულად არ არსებობს, ძალიან დაბალი კონცენტრაციითაა, შესაბამისად, კანს დამწვრობისგან არ იცავს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, დამწვრობა გაცილებით მაღალი რისკია, ვიდრე ის D ვიტამინი, რომელიც შესაძლებელია, მიიღოს.

ბავშვები მზეზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ, დილით, 8-9 საათისკენ, მანამ, სანამ მზე ზენიტში გადავა. D ვიტამინის პირველი და ძირითადი წყარო მზის სხივია. თუმცა, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჯობს, ბავშვს D ვიტამინი ხელოვნურად მივაწოდოთ, ვიდრე მზის სხივით, რომელსაც თან დამწვრობა, სითბური დაკვრა, ორგანიზმის გადახურება, გაუწყლოვნება ახლავს. შესაბამისად, საღამოს 6 საათამდე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ბავშვის მზეზე გაყვანა საერთოდ არ არის სასურველი“, - ამბობს პედიატრი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველთვის მსიამოვნებს სხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარება“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

⭕„ჩვენი ცხოვრება ფრაგმენტებისგან შედგება, რომელთა შორის მხოლოდ მცირე ნაწილი ტოვებს წარუშლელ კვალს...“ - რას წერს ნოე სულაბერიძე

⭕ორსული ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს - „იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს“