იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო ელემენტარული მოძრაობების შესრულება, სახსრების ჯანმრთელობაზე ბავშვობიდანვე უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ სახსართა დაავადებების მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებში რომ გავერკვიოთ, სახსრების აგებულებაზე უნდა შევიქმნათ წარმოდგენა.
რა უნდა ვიცოდეთ სახსრების პრობლემებზე, დისკომფორტზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ სარეაბილიტაციო ცენტრ სიმეტრიის რეაბილიტოლოგმა ლაშა კალანდაძემ ისაუბრა.
„სახსრების პრობლემა საკმაოდ გაახალგაზრდავდა, ეს არის გამოწვეული არააქტიური ცხოვრების წესისგან. სახსრების ტკივილის პირველი მაჩვენებელი იწყება დაჭიმულობით, პატარ-პატარა გადაცემითი ტკივილებით მხარზე, იდაყვზე, მუხლზე.
ვარჯიში, კარგი დასვენება, ადეკვატური მოძრაობები დიდხანს ჯდომის შემდეგ, ცურვა, გაწელვითი მოძრაობები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან კარგი დღის რუტინაა გაწელვითი ვარჯიში. დასვენებას რაც შეეხება, უნდა გვეძინოს მინიმუმ 8 საათი.
თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, იწყება სტრესული დაჭიმულობა, დილით გვიჭირს მოძრაობა“, - ამბობს ლაშა კალანდაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: