
ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი და მედიცინის დოქტორი ზაზა თელია სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც ზამთრის ტრავმებზე და მათ პრევენციაზე ისაუბრა;
„ზამთრის პერიოდში სტატისტიკურად ტრავმების რაოდენობა იმატებს. განსაკუთრებით მოწყვლადია ხანში შესული ადამიანები. ეს ყველაფერი მხოლოდ ზამთრის კურორტებზე არ ხდება, ხშირია ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, რაც ხანში შესული ადამიანებისთვის სამწუხაროდ, ინვალიდობას იწვევს. პირველ რიგში უნდა გავფრთხილდეთ და პრევენციისთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, როცა მოძრაობას ვიწყებთ. თუ მხედველობის პრობლემა გვაქვს ვიყოთ ფრთხილად. ასევე აუცილებელია ფეხსაცმელი შევარჩიოთ სწორად. რეზინა ნარევი ან რეზინის. პლასტმასის ფეხსაცმელი არ შეიძლება. ხანში შესულმა ადამიანმა ასევე არ უნდა ჩაიცვას 4 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის ფეხსაცმელი.
თუ ჩვენ გვაქვს სერიოზული ტრავმა მაგალითად გარეგანი მოტეხილობა, სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ სისხლდენა. უნდა მოხდეს იმ ადგილს ზემოთ ძალიან მჭიდროდ გადაჭერა. დაახლოებით 10 სანტიმეტრით ზემოთ. თუ არის მოტეხილობაზე საუბარი, მაშინ უნდა მოხდეს იმობილიზაცია და ამაში დაგვეხმარება ნებისმიერი მყარი საგან, რომელიც მოახდენს ფიქსაციას“, - ამბობს ზაზა თელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: