ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩაის პაკეტის შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს:
„დაფიქრდით სანამ ჩაის პაკეტს გამოიყენებთ.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩაის პაკეტები ჯანმრთელი და მოსახერხებელი არჩევანია. მაგრამ თანამედროვე ჩაის პაკეტების დიდი ნაწილი მზადდება პლასტიკური ბოჭკოებისგან როგორიცაა ნეილონი ან PET, რათა ფორმა შეინარჩუნოს.
როდესაც მასზე ცხელი წყალი ისხმება, მილიონობით მიკროპლასტიკური ნაწილაკი შეიძლება გადავიდეს თქვენს ჩაიში.
ეს ძალიან პატარა პლასტიკური ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში და დაკავშირებულია პრობლემებთან, როგორიცაა - ჰორმონების დარღვევა, ორგანიზმში ანთება, შესაძლო მეტაბოლური პრობლემები გრძელვადიან პერიოდში.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჩაის პაკეტებში ხშირად არის დაბალი ხარისხის ჩაის მტვერი და არა ნამდვილი ჩაის ფოთლები.
უფრო ჯანმრთელი არჩევანი ძალიან მარტივია, გამოიყენეთ ფოთლოვანი ჩაი მეტალის ან კერამიკის საწურით.
თქვენი ყოველდღიური ჩაის ჭიქა უნდა კურნავდეს ორგანიზმს და არა ამატებდეს ფარულ პლასტიკს“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: