Digest Logo

„საქართველოში სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, საიდანაც 64% გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებია“ - როგორ გადავურჩეთ კლიმატის გავლენას ზაფხულში?

1784903845
ლელა სტურუალელა სტურუა

„საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის“ პროექტის - „ჯანსაღი დიალოგის“ მორიგ ეპიზოდში გადაცემის წამყვანებმა, ზურაბ ალხანიშვილმა და სანდრო ჩხიკვიშვილმა, პროფესორ ლელა სტურუასთან ერთად დეტალურად განიხილეს ქვეყანაში არსებული მძიმე სტატისტიკა, რისკ-ფაქტორები და კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ლელა სტურუა: თუ რატომ არის საქართველოში არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობა ასე სტაბილურად მაღალი? მთავარი მიზეზი რისკ-ფაქტორების კომპლექსური მოქმედებაა - მარილის, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, გარემოს დაბინძურება და მოსახლეობის მხრიდან დაგვიანებული მიმართვიანობა. გამონაბოლქვის ეს ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ ფილტვებიდან პირდაპირ სისხლძარღვთა ენდოთელიუმში აღწევს, იწვევს ანთებით პროცესებს, ასქელებს სისხლს და საგრძნობლად ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს. უნივერსალური კლასიფიკაციით 140/90 mmHg-ზე ზევით წნევა ყველა ზრდასრულისთვის მაღალია. ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებელი მხოლოდ მკურნალ ექიმთან შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, მაგალითად, ღრმად ხანდაზმულ ასაკში ან თანმხლები დაავადებების დროს. 

წამყვანების კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა თბური ტალღების დროს? ლელა სტურუა პასუხობს:

ექიმთან კონსულტაციით მედიკამენტების დოზების გადახედვა. სითხის, განსაკუთრებით წყლის რეგულარული მიღება და ტკბილ/კოფეინიან სასმელებზე უარის თქმა. პიკის საათებში გარეთ გასვლისგან თავის შეკავება. სახლში სიგრილის შენარჩუნება, მათ შორის კონდიციონერის უსაფრთხო გამოყენება, ხოლო ასეთი პირობების არარსებობისას - დროის გატარება გრილ საზოგადოებრივ სივრცეებში მაღაზიები, აფთიაქები, მეტრო. რომ ცოტა სიგრილე შეიგრძნოს ადამიანმა. პატარა ბავშვებზეც იგივე რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ გავიყვანოთ ბავშვები სიგრილეში თუკი სახლში ჩვენ არ გვაქვს პირობა. ჩვენ ვახსენეთ ცოტა სხვა კონტექსტში ეს მარილი, მაგრამ მარილიც პირდაპირ არის დაკავშირებული რისკებთან, რადგან ხდება სითხის შეკავება ხდება და შესაბამისად უკვე გადახურების რისკია, რასაც სითბურ დაკვრას ვეძახით.

 ვრცლად, ნახეთ ბმული: