Digest Logo

საშიშია თუ არა მიკროტალღური ღუმელი? - ირაკლი არაბულის რჩევები

1788170886
ირაკლი არაბული

მიკროტალღური ღუმელი, რომელიც მრავალი წელია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, სწორი გამოყენების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ საკითხზე ვიდეოგანმარტება სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა გაავრცელა.

მისი თქმით, მოწყობილობის უსაფრთხოება მრავალრიცხოვანი კვლევით არის დადასტურებული, თუმცა აუცილებელია სამი ძირითადი წესის დაცვა:

მეტალის ჭურჭლის აკრძალვა: მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელება რკინის/მეტალის ჭურჭლით კატეგორიულად დაუშვებელია.

პლასტმასის შემადგენლობა: პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებისას დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის სპეციალურად მიკროტალღური ღუმლის მაღალი ტემპერატურისთვის არის განკუთვნილი.

თანაბარი გაცხელება: საკვები თანაბრად უნდა გაცხელდეს, რათა სითბომ პროდუქტის ყველა ნაწილამდე მიაღწიოს“,- აღნიშნავს არაბული.