ასტროლოგიური ტრანზიტები და მთვარის ფაზები ადამიანის ყოველდღიურობაზე, განწყობასა და ენერგეტიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს. სავსემთვარეობის დასრულება და კლებადი მთვარის ფაზაში გადასვლა კი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ცხოვრებიდან ძველი ბერკეტებისა და ნეგატივის გაშვება უნდა დავიწყოთ, რათა ადგილი ახალ მანიფესტაციებს დავუთმოთ.
ცნობილმა ასტროლოგმა თიკა ქოქაშვილმა იმ უძველეს პრაქტიკებსა და რიტუალებზე ისაუბრა, რომლებიც სახლსა და სხეულს უარყოფითი ენერგიისგან წმენდს და წარმატების გზას გვიხსნის.
კლებადი მთვარე და ტრანსფორმაცია - როდის უნდა დავიწყოთ სურვილების მანიფესტაცია?
ასტროლოგის განმარტებით, სავსემთვარეს განსაკუთრებული, მძლავრი ენერგეტიკა აქვს, თუმცა რეალური ცვლილებები დრო მისი დასრულებისთანავე დგება:
„სავსემთვარის შემდეგ იწყება მანიფესტაციების კეთება. სავსემთვარეობის შემდეგ, რადგან იკლებს მთვარე, ვიწყებთ გათავისუფლებას გარკვეული ბერკეტებისგან. სურვილების ასასრულებლად უნდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან. როგორც კი განთავისუფლების პერიოდს დავიწყებთ, მას მოაქვს ცვლილებები. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ მანიფესტაციები და უკვე მზად ვართ. აუცილებელია საკუთარ თავთან ტრანსფორმაცია მოვახდინოთ. უნდა გავუშვათ დადებითი ენერგია, ამ ყველაფერს იმახსოვრებს ტვინი. იყიდეთ სპეციალურად სუფრის მარილი, დაიბანეთ სხეული სუფრის მარილით და ნახავთ, როგორი საოცარი განწყობა გექნებათ“, - აღნიშნავს თიკა ქოქაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ პარიზში ერთ-ერთ ქუჩას ხვიჩა კვარაცხელიას სახელი დაარქვეს
⭕ გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ზესტაფონის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯაბა დვალი