Digest Logo

გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ზესტაფონის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯაბა დვალი

1780472808
ჯაბა დვალი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ზესტაფონის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა დვალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

„უდიდესი გულისტკივილით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა წარსულში ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების წევრი, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი“, - აღნიშნულია კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტია.

„ინფარქტი და გულის გაჩერება გადაიტანა ერთი კვირის წინ და განმეორდა ამ დილით. ინფარქტი და 4 წუთამდე გულის გაჩერება ჰქონდა. „გერმანულ ჰოსპიტალში“ სტენტი ჩაუდგეს და გუშინწინ გაწერეს“, - წერენ კომენტარებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან ტაშით გააცილეს

⭕ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე

⭕გვიან ღამით მტკვარში მანქანა გადავარდა - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს