Digest Logo

🎥 შაკიკი - ტკივილი, რომელიც შეიძლება კლიმატის ცვლილებით, სტრესით და მზეზე დიდხანს ყოფნითაც კი პროვოცირდეს - ექიმის რეკომენდაციები

1726226127
ნიკა კვერნაძ

შაკიკი არის ერთ-ერთი გავრცელებული თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება კლიმატის ცვლილებით, სტრესით და მზეზე დიდხანს ყოფნითაც კი პროვოცირდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? - აღნიშნულ თემაზე ნევროლოგმა ნიკა კვერნაძემ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„შაკიკი როგორც წესი თავის ტვინში ნოციცეფციური ფუნქციის დაზიანებაა. საწყისი ძირითადად ახალგაზრდა ასაკია შაკიკისთვის. ეს არის ძირითადად გენეტიკური დაავადება და ხშირად მშობლებიდან დედებში გვხვდება. შაკიკის კლასიკური ფორმები არ არსებობს თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებსაც სიმპტომები თავიდან არ აქვს. ბავშვებშიც იჩენს ხოლმე თავს და ზოგჯერ მუცლის არეში იცის ტკივილები.

ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს გულისრევა და ეს არის შვება მათთვის. დაძაბულობაც იხსნება. სინათლის შიში აქვთ შაკიკით დაავადებულ ადამიანებს და ურჩევნიათ ბნელ ოთახი ჩაიკეტონ.

შაკიკს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა. ორნაირი მკურნალობა არსებობს - პირველი ხანგრძლივი პროფილაქტიკა, რაც გულისხმობს მკურნალობას ტკივილიანობის შესამცირებლად, მეორე ტკივილგამაყუჩებელი ტკივილის დროს“, - აღნიშნა ნიკა კვერნაძემ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაბადების დღეს გილოცავ!“ – ელენე ეპიტაშვილი ნინიკო მამარდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🎥 გიორგი ძოწენიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადაცემის წამყვანი გახდა

⭕„ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა უამრავ გამარჯვებას იმსახურებს“ - ხვიჩა კვარაცხელია