ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში მხარის ტკივილზე წერს და ამბობს, რომ თუ დილით შებოჭილი იღვიძებ, მოძრაობისას მხარში ტკივილს გრძნობ და ხრაშუნის ხმები გესმის, უმჯობესია ტკივილის გაძლიერებას არ დაელოდო და დროულად წახვიდე დიაგნოსტიკაზე:
„როცა მხარი გტკივა, უბრალოდ ტკივილი კი არა - შენი ყოველდღიურობა იკლებს”.
სიმპტომები:
ტკივილი მხარში, განსაკუთრებით მოძრაობისას ან საღამოს საათებში;
შებოჭილობა დილით;
მოძრაობის სირთულე (ხელის აწევა, ტანსაცმლის ჩაცმა);
ხრაშუნის მსგავსი ხმა მოძრაობისას.
მკურნალობა:
ფიზიკური თერაპია — ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს მოძრაობას
მედიკამენტები — ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
თბილი ან ცივი კომპრესები
ინექციები (ჰიალურონის მჟავა, სტეროიდები) — საჭიროების მიხედვით
მძიმე შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა ან სახსრის ენდოპროთეზირება
რჩევა: ნუ დაელოდებით ტკივილის გაძლიერებას - დროული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს და ინარჩუნებს მოძრაობის თავისუფლებას“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბერში მოულოდნელი ცვლილებები ელოდება