 
        
        მუსიკოსი ნატო მეტონიძე დაიბადა 1972 წლის 2 ივლისს, თბილისში. 1977 წლიდან მღეროდა საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მესამე თაობაში.
მისი გამორჩეული ხმის ტემბრი და შესრულების კულტურა მსმენელს ხიბლავს, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესიც დიდია. იმ მიზეზით, რომ საჯაროობა დიდად არ ხიბლავს, ინტერვიუზე ხშირად უარს ამბობს.
მუსიკოსი პოდკასტის „აქ“ სტუმარი იყო, სადაც ძუძუს კიბოზე ისაუბრა. სიმსივნე პირველად მან 2011 წელს დაამარცხა, ხოლო 2022 წელს კვლავ დადგა იმავე გამოწვევის წინაშე.
მუსიკოსი ამბობს, რომ სიმსივნე გენეტიკურად აქვს, ორივე მშობელი მას კიბოთი გარდაეცვალა:
„ძუძუს კიბო ერთხელ უკვე დავამარცხე, ახლა მეორედ გავდივარ ამას. კლასიკური ვარიანტია, რომ გგონია, შენ არასდროს დაგემართება.
თავიდან ვერ აცნობიერებ, მაგრამ მერე გიწევს, ეს იყო 2011 წელს პირველად, სარკეში აღმოვაჩინე. მივაკითხე ექიმს და აღმოჩნდა, სიმსივნე. გაკეთდა ოპერაცია, ავსტრიაში. ჩავიტარე სხივური თერაპია. მივხვდი, რომ თუ ამ დაავადებასთან ბრძოლა გიწევს, მთავარი არის დროულად აღმოაჩინო. მერე ბევრად მარტივია თავი დააღწიო.
იყო საშინელი შიში, პირდაპირ ცუდი პროგნოზები მოგდის თავში, რაც არასასიამოვნოა, მაშინ არ იყო მედიცინა კიდევ ჩვენთან ისე განვითარებული.
თავიდან არ მინდოდა ყველასთვის მეთქვა, მხოლოდ მეგობარმა და დამ იცოდა. მათი დამსახურებაა საზღვარგარეთ წასვლა. აუცილებელია მხარდაჭერა ამ დროს, რომ თავი მარტო არ იგრძნო.
მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც ახლახან ასე. იქამდე არაფერს ვიტარებდი, ვიქცეოდი უპასუხისმგებლოდ.
გავიდა 5 წელი წარმატებულად, თუმცა გვერდითი რაღაცები მქონდა და კიდევ ერთი ოპერაციაც გავიკეთე.
წელიწადში ერთხელ ვემოწმებოდი, დედა იყო იმ დროს ცუდად და მაინც და მაინც ერთი კვლევა, გულ-მკერდის არ გავიკეთე. მიმავიწყდა, აღარც მახსოვდა. მეორედ 3 წლის წინ დამემართა“, - ამბობს ნატო მეტონიძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://youtu.be/Fnc7ePdnAtU?t=3098

ასევე დაგაინტერესებთ:
