მეცნიერები ალცჰაიმერის დაავადების პრევენციის ახალ გზებს იკვლევენ. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, პრეპარატმა რაპამიცინმა შესაძლოა ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი და მომავალში დაავადების ადრეული პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
კვლევაში საშუალო ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ალცჰაიმერის განვითარების გენეტიკური რისკი ჰქონდათ. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაპამიცინის ოთხკვირიანი გამოყენების შემდეგ ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ნიშნები გამოვლინდა.
მეცნიერების განმარტებით, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ალცჰაიმერის დაავადების კლინიკურ სიმპტომებამდე წლებით ადრე შეიძლება დაიწყოს. სწორედ ამიტომ, ამ პროცესზე ადრეულ ეტაპზე ზემოქმედება დაავადების განვითარების შეფერხების შესაძლო გზად განიხილება.
მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, კვლევაში მხოლოდ 23 ადამიანი მონაწილეობდა და ჯერ არ დადასტურებულა, რომ რაპამიცინი ალცჰაიმერის დაავადებას თავიდან აცილებს ან მეხსიერების დაკარგვას უშლის ხელს. ამის დასადგენად უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი კვლევებია საჭირო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე