Digest Logo

შეიძლება თუ არა დილის ყავით დაწყება? - ცნობილი ნუტრიციოლოგის რეკომენდაცია

1770561313
დილის ყავა

ხშირად გვესმის განსხვავებული მოსაზრებები იმ თემასთან დაკავშირებით, თუ რომელი სასმლით უნდა იწყებოდეს დილა - ფინჯანი ცხელი ყავით თუ ერთი ჭიქა ცივი წყლით?

სწორად იქცევიან თუ არა ადამიანები, რომლებსაც დილა ფინჯანი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ?

ამ კითხვებზე zmna.ge-ს კითხვებს ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ უპასუხა.

„ყავის დალევა დილით კარგი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ, ვისაც ჯანსაღი ცხოვრება უნდა, დილა დაიწყოს წყლით და წყლის დალევიდან 15-20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ სწორად მომზადებული ყავა.

რას ნიშნავს სწორად მომზადებული ყავა? თუ გინდათ იყოთ ენერგიული მთელი დღის განმავლობაში და თქვენს ორგანიზმზე არ აისახოს ყავის უარყოფითი თვისებები, საჭიროა, რომ პირველი ფინჯანი ყავა იყოს კარგი ყავისგან მომზადებული. თუ დრო გაქვთ, კარგი იქნება ხელის საფქვავით დაფქული. ასე უფრო მეტ პლუსებს მიიღებთ ყავისგან.

ყავა უნდა იყოს უშაქრო. ქალბატონებისთვის შეიძლება ცოტა რძით და ნაღებით, რადგან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ყავა უმნიშვნელო რაოდენობით, მაგრამ მაინც აძევებს ორგანიზმიდან კალციუმს.

თუ მკაცრ დიეტაზეა ადამიანი, მაშინ რძის ან ნაღების დამატება უფრო მნიშვნელოვანია მაგრამ თუ დღის განმავლობაში მიირთმევს რძის პროდუქტებს და კალციუმით მდიდარ პროდუქტებს, მაშინ შეუძლია ყავა რძის გარეშეც მიირთვას“, - ამბობს ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჯგუფის 3 Doors Down სოლისტი ბრედ არნოლდი გარდაიცვალა

„ბედნიერების ძიება არის ყველაზე დიდი მახე და ყველაზე მძიმე ნარკოტიკი... სამყაროს არ სჭირდება „ბედნიერი იდიოტები“ - რას წერს ვატო მსხილაძე

როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა - პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც პროცესში ხელს შეგიწყობთ

წყარო: www.zmna.ge