მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ასე ასათაურებს: „ბედნიერების „ნარკოტიკი“ და დიდი გამოსაფხიზლებელი“.
მისი თქმით, სიფხიზლე ეგოსთვის ხშირად „მოსაწყენია“ და მეტიც, ეს მას კლავს, რადგან იქ არ არის ფოიერვერკები და საკაბელო სერიალების დრამები, იქ არის მხოლოდ მარადიული სიჩუმე:
„მოდი, დღეს ცოტა "ზრდასრულურ" და არაპოპულარულ თემას შევეხები. ვიცი, ყველას გვინდა, რომ სულ კარგად ვიყოთ, ვიღიმოდეთ და ცისარტყელებზე დავბოდიალობდეთ, მაგრამ... მოდი პირდაპირ ვთქვათ: ბედნიერების ძიება არის ყველაზე დიდი მახე და ყველაზე მძიმე ნარკოტიკი.
ჰო, ვიცი, ცუდად ჟღერს, მაგრამ სამყაროს (პროგრამას, ღმერთს - რაც გინდათ დაარქვით) სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი "ბედნიერება". მას აინტერესებს ჩვენი ცნობიერება. და ეს ორი რამ ხშირად ერთმანეთს გამორიცხავს.
აბა, ჩავუღრმავდეთ, რატომ არის "ბედნიერების დევნა" პრიმიტიული შეცდომა და რა არის ის მესამე მდგომარეობა, რომელსაც რეალური ტრანსფორმაცია გვთავაზობს.
1. ბედნიერება = ემოციური იპოთეკა უმეტესობას ბედნიერება ჰგონია ეიფორია - აი, დოფამინი რომ გასხამს და გგონია მთებს გადადგამ.
მექანიკურად ეს არის ემოციური ტალღის პიკი. მაგრამ ფიზიკაში არის ერთი კანონი: ენერგია არ იკარგება. თუ შენ ხელოვნურად (ან თუნდაც ბუნებრივად) ახვედი პიკზე და იყვირე „აუ, რა მაგარია, ბედნიერი ვარ!", იცოდე, რომ იმ წამსვე ხელი მოაწერე კონტრაქტს ვარდნაზე. რაც უფრო მაღალია კაიფი, მით უფრო მძიმეა „პახმელია" (დეპრესია). ეს არის ჩვეულებრივი კრედიტი, რომელსაც სხეულისგან იღებ და მერე პროცენტებით (ტკივილით) აბრუნებ. ჰოდა, ღიირს ეს ემოციური ვაჭრობა? ისევ და ისევ, რა თქმა უნდა ვისაც რა უნდა ის უქნია, სწორედ ამაშია მრავალფეროვნება, ეს ყოველივე ეხება მათ, ვინც ძალიან მწარე ტანსფორმაციას გადის და ვისაც უშუალოდ სამყაროს მუშაობის ფუნდამენტური მექანიკა აინტერესებთ...
2. სამყაროს არ სჭირდება „ბედნიერი იდიოტები“ ცოტა უხეშია, მაგრამ ფაქტია.
წარმოიდგინეთ ჯარისკაცი ომში (ჩვენ ხომ რეალურად ცნობიერების ომში ვართ). ნუ, ოკ ვარდისფერ საათვალებში და თანამედროვე სულიერებაში ასე არ არის და ვისაც სადაც უნდა იქ იყოს, მაგრამ სამყაროში სადაც ვართ, ყველაფერი იბრძვის თუ შეიძლება ასე დავარქვათ. თუნდაც ჩვენში არსებული ცოცხალმა იერარქიამ, იმუნიტეტმა, სულ მცირე ხნით რომ შეწყვიტოს ბრძოლა, უბრალოდ ცოცხლად დავიშლებით. მოკლედ მიკროდან დაწყებული, ელემენტარული ნაწილაკები, ბაქტერიბი თუ ა.შ. მაკროთ დამთავრებული, პლანეტებს მზეები ჭამენ, მზეებს შავი ხვრელები და ა.შ. ვის რაში სჭირდება "ჯარისკაცი", რომელიც სანგარში ზის, იცინის და "პოზიტივზეა"? მოკლავენ ეგრევე. ან ისეთი, რომელიც კუთხეში ზის და ტირის? მაგასაც მოკლავენ. სამყაროს სჭირდება "ჯარისკაცი",ნუ შეიძლება ჯარისკაცი უხეში შედარებაა, ნუ ოკ ცნობიერების მაღალი დონე, მოდი ასე ვთქვათ... რომელიც არის ფხიზელი, მშვიდი და ადეკვატური. ტრანსფორმაცია იმისთვის კი არ კეთდება, რომ "თავი კარგად იგრძნო", არამედ იმისთვის, რომ ხედავდე. როცა "ბედნიერი" ხარ - ვარდისფერი სათვალე გიკეთია და საფრთხეს ვერ ხედავ. როცა "უბედური" ხარ - შავი სათვალე გიკეთია და შესაძლებლობას ვერ ხედავ. ტრანსფორმაცია მოდის და ამ სათვალეს საერთოდ გაგლიჯავს...
3. მონეტის წიბოზე სიარული ჩვენი რეალობა დუალიზმია:
დღე/ღამე, სიცოცხლე/სიკვდილი, კაიფი/ლომკა. ხალხის შეცდომა ისაა, რომ ებღაუჭებიან ერთ მხარეს (სიამოვნებას) და გაურბიან მეორეს (ტკივილს). არადა, მონეტას ცალი მხარე არ აქვს, ხალხო. ვერ მოჭრით. განთავისუფლება არის, როცა დგახარ მონეტის წიბოზე. აღარ ხარ "კარგად". აღარ ხარ "ცუდად". შენ ხარ ნეიტრალური. ეს გარედან შეიძლება ჩანდეს როგორც "სიკვდილი" (ემოციების არქონა), მაგრამ შიგნიდან? შიგნიდან ეს არის აბსოლუტური სიმშვიდე.
4. რა არის ეს „სხვა მდგომარეობა“? თუ ბედნიერება არაა, აბა რა ჯანდაბაა? სიტყვებით რთულია, მაგრამ ეს არის "ხახუნის არარსებობა".
ბედნიერება - აგზნებაა (ვიბრაცია). უბედურება - შეკუმშვაა (ვიბრაცია). თავისუფლება - სიგრილეა. აი, ხედავ ყვავილს. არ იწყებ კივილს "ვაიმე რა ლამაზია!" (ბედნიერება), და არც იმას ფიქრობ "აუ, ხვალ დაჭკნება" (სევდა). შენ უბრალოდ ხედავ ყვავილს. შენ და ყვავილი ხართ ერთი. არანაირი დრამა. მხოლოდ ხედვა.
5. იყავი სარკე ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც ღრმა მგრძნობელობა აქვს. სხვა ვარიანტში წინააღმდეგობა დაგანგრევთ.
სარკეს უხარია, როცა ლამაზ სახეს ირეკლავს? არა. სარკეს სწყინს, როცა მახინჯ სახეს ირეკლავს? არა. სარკე უბრალოდ ირეკლავს. მისი ბუნება არის სისუფთავე. ბედნიერების ძიება სარკისთვის ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ლამაზი საგნების არეკვლა უნდა. ეს სარკის სიკვდილია. შენი თავისუფლება იმაშია, რომ გაატარო ყველაფერი, რაც შენ წინ გაივლის, არეკლო სრულყოფილად და არაფერი დაიტოვო.
ვინც ეძებს ბედნიერებას, ის ეძებს დოზას. ვინც ეძებს ტრანსფორმაციას, ის ეძებს სიფხიზლეს. კი, სიფხიზლე ეგოსთვის ხშირად „მოსაწყენია", და მეტიც, ეს მას კლავს, რადგან იქ არ არის ფოიერვერკები და საკაბელო სერიალების დრამები. იქ არის მხოლოდ მარადიული სიჩუმე. მაგრამ იცით რა? ეს სიჩუმე ერთადერთი რამაა, რაც არასდროს გღალატობს და ფარდის მიღმა გახედებს, შესაბამისად ვერც ვერავინ გაბრიყვებს.
აი, მერე ცხოვრება ხდება თამაში და არა ტანჯვა“, - წერს ვატო მსხილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა - პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც პროცესში ხელს შეგიწყობთ