Digest Logo

შეიძლება თუ არა სახლში მეხი დაგვეცეს და სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი - ეს უნდა იცოდეთ!

1788464100
მეხის დაცემა

მეხის დაცემა, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ძლიერი ელექტრული დარტყმაა. ჭექა-ქუხილის დროს ღრუბლებში დიდი ელექტრული მუხტი გროვდება. როდესაც ეს მუხტი ღრუბლიდან მიწისკენ განმუხტავს, ვხედავთ ელვას. თუ ელექტრული განმუხტვა მიწას, ხეს, შენობას ან ადამიანს მოხვდა, ამას მეხის დაცემას ვუწოდებთ.

მეხი ადამიანს ყოველთვის პირდაპირ არ ეცემა. ელვა შეიძლება მოხვდეს მის გვერდით მდგომ ხეს, ბოძს ან მიწას და ელექტრული დენი იქიდან გავრცელდეს. სწორედ ამიტომ შეიძლება დაშავდეს ადამიანიც, რომელსაც ელვა უშუალოდ არ შეხებია. მიუხედავად იმისა, რომ მეხი წარმოუდგენლად ძლიერი ელექტრული განმუხტვაა, მისი დარტყმა ყოველთვის სასიკვდილო არ არის.

ელვის ზემოქმედება ძალიან ხანმოკლეა და დენის ნაწილი ზოგჯერ სხეულის ზედაპირზე გაივლის, ნაცვლად იმისა, რომ მთლიანად სხეულის სიღრმეში გაიაროს. გარდა ამისა, ყველა დაზარალებულს ელვა პირდაპირ არ ხვდება — დენი შეიძლება ადამიანამდე მიწიდან ან ახლომდებარე საგნიდან მივიდეს. ამიტომ დაზიანების სიმძიმე შემთხვევიდან შემთხვევამდე მნიშვნელოვნად განსხვავდება. სტატისტიკურად, მეხისგან დაზარალებულთა თითქმის 90% გადარჩება.

როგორ მივხვდეთ, რომ მეხის საშიშროება არსებობს?

მეხის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს ჭექა-ქუხილის დროს. ყველაზე მარტივი გამაფრთხილებელი ნიშანი თავად ჭექაა: თუ გაიელვა ან ჭექის ხმა გვესმის, ეს ნიშნავს, რომ ელვა იმდენად ახლოსაა, რომ უსაფრთხო ადგილი უნდა მოვძებნოთ.აუცილებელი არ არის, უკვე წვიმდეს — მეხი შეიძლება იმ ადგილიდან მოშორებითაც დაეცეს, სადაც ძლიერი წვიმაა.

ამიტომ წესი მარტივია: თუ ჭექა გაიგეთ, ნუ დაელოდებით წვიმის დაწყებას — შედით უსაფრთხო ადგილას.

სახლში მეხი შეიძლება დაგვეცეს? 

მყარი შენობა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახლში ნებისმიერი მოქმედება უსაფრთხოა.

მეხის ელექტრული დენი შეიძლება შენობაში ელექტროგაყვანილობის, კაბელების ან წყლის მილების საშუალებით გავრცელდეს. ამიტომ ჭექა-ქუხილის დროს არ არის რეკომენდებული სადენში შეერთებული ელექტრომოწყობილობებთან შეხება. გამორთვა თუ გნებავთ, ჯობია ელვის დაწყებამდე გამორთოთ.

ასევე სჯობს ამ დროს არ მივიღოთ შხაპი და არ ვრეცხოთ ჭურჭელი, რადგან ელექტრული დენი შესაძლოა სანტექნიკის სისტემაშიც გავრცელდეს.

მობილური ტელეფონის გამოყენება შეიძლება, თუ ის დამტენზე არ არის შეერთებული.

სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი?

ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე უსაფრთხოა მყარი, მთლიანად დახურული შენობა — სახლი, მაღაზია, ოფისი და სხვა მსგავსი შენობა. გამოდგება ავტომობილიც აწეული ფანჯრებით.ღია ფარდული, გადახურული გაჩერების, კარავი, ღია ვერანდა ან აივანი მეხისგან უსაფრთხო თავშესაფარი არ არის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არ დაიჯეროთ, რომ ბოროტებამ სიკეთეს აჯობა, სიკეთე ბევრად მეტია  უბრალოდ, მას ხმაური არ უყვარს“ - დუეტი „ლეონი“

⭕3 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ საკუთარ დაბადების დღეზე - რას გვირჩევს თამუნა იოსელიანი?

⭕„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო 36, 40 და 44 წლის ასაკს“ - თაკო მელიქიშვილის რჩევები