აშშ-ში ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს, შედეგად 500-ზე მეტი ბავშვი საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. საინტერესოა თუ რატომ აღმოჩნდა ბავშვთა ავადობა ყურადღების ქვეშ? პრობლემა გასულ წელს დაიწყო ამერიკაში, როდესაც რამდენიმე ბავშვი, როგორც შემდგომ გაირკვა, ვაშლის ფაფის მირთმევის შემდეგ კლინიკაში, ერთნაირი სიმპტომით მოხვდა.
რა საფრთხეებს შეიცავს ტყვია და როგორ უნდა გამოვკვებოთ ბავშვები? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრმა ნინო თოთაძემ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„ბუნებრივია, მსგავსი ფაქტები ყველასთვის შემაშფოთებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პროდუქტი ასეთია და არ მოწმდება. ტყვიით ინტოქსიკაცია ბოლო ათი წელია უკვე აქტუალური გახდა. ეს მძიმე მეტალები არის დედამიწის ქერქში, რაც უფრო იზრდება ინდუსტრია, მით უფრო ილექება ნიადაგში და გარემოში ეს ნივთიერებები. ერთი ბავშვის ინტოქსიკაციაც კი უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია წავიდეს გამკაცრებული კონტროლი.
ტყვია არ არის ის მეტალი, რომლის მცირედი დოზაც კი სასურველი იქნება ორგანიზმისთვის. ეს მეტალი ჩვენ არ გვჭირდება. პირველი გზა მის მოსახვედრად სასუნთქი სისტემა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტია“, - აღნიშნა ნინო თოთაძემ.
უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა...“ - UFC მერაბ დვალიშვილის კადრებს აქვეყნებს
⭕„ახლა ისეთი რამე ხდება,რომ მოდის უხილავი ენერგია...“ - რას ჰყვება ბერი დავით რიჟამაძე?