Digest Logo

„შეზღუდეთ კოფეინის მიღება...“ - 4 ეფექტიანი გზა უძილობასთან გასამკლავებლად

1766047175
ძილი ძილი

ბოლო პერიოდში უძილობას სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის, რაც ხშირად სტრესითა და ცხოვრების სწრაფი ტემპით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს უძილობის (ინსომნიის) გარკვეული ფორმა აქვს, 20-30%-ს კი ძილის დარღვევები პერიოდულად ახსენებს თავს.

4 ეფექტიანი გზა უძილობასთან გასამკლავებლად

უძილობასთან ბრძოლა შეიძლება ადვილი არ იყოს, თუმცა სწორი მიდგომით ხარისხიანი ძილის აღდგენა შესაძლებელია. ქვემოთ წარმოდგენილია ოთხი სტრატეგია, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ.

  • დაიცავით ძილის ჰიგიენა – ძილის ჰიგიენა გულისხმობს კონკრეტულ ჩვევებსა და რუტინებს, რომლებიც ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას და ხარისხიან ძილს. მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას. შეზღუდეთ კოფეინის მიღება საღამოს საათებში, ასევე არ მიიღოთ მძიმე საკვები ძილის წინ.

  • გამოიყენეთ სარელაქსაციო ტექნიკები – დაძინებამდე, სასურველია, ნერვული სისტემა მშვიდ ფაზაში გადაიყვანოთ. ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას, მსუბუქ გაწელვებს, ასევე, მიიღოთ თბილი შხაპი.

  • შექმენით იდეალური გარემო ძილისთვის – ჩააბნელეთ ოთახი, რადგან სიბნელე ხელს უწყობს ძილის ჰორმონის – მელატონინის გამოყოფას. ასევე, შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ხმაური, ოთახში კი შეეცადეთ შეინარჩუნოთ 18–20°C ტემპერატურა.

  • საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს – სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა ძილის პრობლემები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ამჩნევთ ყურადღების უნარისა და ენერგიის დაქვეითებას, ძლიერ შფოთვასა და დეპრესიის ნიშნებს. სპეციალისტის დახმარებით შეძლებთ პრობლემის დროულად იდენტიფიცირებას და მკურნალობას, რაც უფრო სწრაფად დაგიბრუნებთ ჯანსაღ ძილს, შესაბამისად, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. 

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

🎥 „ორი კვირა დამჭირდა, გამომეყვანა მდგომარეობიდან...სატანური დღეებია“ - ასტროლოგიური პასუხისმგებლობა: სად გადის ზღვარი პროგნოზსა და ადამიანზე ზემოქმედებას შორის?

⭕ეგვიპტეში 4 400 წლის მზის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

წყარო: funtime.ge