
„იუთუბერი“, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შფოთვასა და ნერვულ აშლილობაზე საუბრობს:
„სამიდან ერთ ადამიანს ცხოვრებაში დაემართება შფოთვები. ადრე მას ნევროზს ეძახდნენ. სერიოზული პრობლემაა ადამიანებისთვის, რადგან თავისით როგორც წესი არ იკურნება. მეტიც ადამიანებს ჰგონიათ რომ გავა, არადა პირიქით ხდება, მეტად ქრონიკული და მწვავეა.
კონკრეტულად რომ ვთქვათ, ადამიანი ,რომელიც ძალიან მარტივად ნერვიულობს რაღაცებზე მუდმივად დაძაბულია ან განიცდის და ცუდის მოლოდინი აქვს, ვერ ახერხებს დამშვიდებას, ზოგჯერ გულის ცემა აქვს აჩქარებული და შესაძლოა პანიკური შეტევებიც ჰქონდეს. ასეთი ადამიანები ვერ იძინებენ და შფოთვები აქვთ. ასეთი ადამიანები გამუდმებით ცუდის მოლოდინში არიან.
შფოთვა უმეტესად 35 წლამდე ადამიანებს ეწყებათ თუმცა შემდეგაც შესაძლებელია. უფრო მეტად ქალებში გვხვდება. უფრო მეტად ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ რაიმე დიდ პრობლემასთან. შესაძლოა დაძაბული გარემო ჰქონდეს ან ქრონიკული დაავადებები.
შფოთვა მასზე არ არის დამოკიდებული, რამდენად სუსტი ხარ რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესმენი ხარ თუ სპორტსმენი. ფიზიკურად ვინც მეტად მუშაობს და ნაკლები სტრესი აქვთ მათ ნაკლებად ემართებათ.
ამ დროს კორტიზოლი და ადრენალინი იმატებს ორგანიზმში და გულის ცემა მწვავდება. სტრესული ჰორმონები იმატებს. არ არის ბოლომდე დადგენილი რა იწვევს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ახლობლის დაკარგვა ან ავარია“, - ამბობს კოტე თოდუა ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მივაღწიოთ ბალანსს ცხოვრებაში? - ალექსი გოგოლაძის განმარტება