Digest Logo

🎥 „შვილის ვალზე მშობლებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, თუმცა არსებობს გამონაკლისები“ - რას განმარტავს იურისტი

1794815272
თამარ კერძაია

ოჯახის წევრის მიერ აღებული სესხი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მისი დაფარვა მშობლებს ან ოჯახის სხვა წევრებსაც მოუწევთ. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობა შესაძლოა ოჯახის სხვა წევრსაც დაეკისროს, ან მოვალის საცხოვრებელ სახლში არსებული ნივთების კუთვნილების საკითხი დადგეს.

აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იურისტმა თამარ კერძაიამ ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში არ ეკისრებათ მშობლებს შვილების ვალებზე პასუხისმგებლობა და როდის შეიძლება წარმოიშვას სამართლებრივი დავა ოჯახის ქონებასთან დაკავშირებით.

„შვილების ვალებზე მშობლები პასუხს არ აგებენ, კრედიტორს არ აქვს ამის უფლება, თუმცა აქ უნდა განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

მშობელს არ უნდა ჰქონდეს ხელი მოწერილი შვილის ვალის თავდებობაზე ან შვილის კრედიტში იპოთეკით არ უნდა იყოს დატვირთული მშობლის ქონება.

მოძრავი ქონება კი ეკუთვნის მას, ვინც ფლობს ნივთს - ეს იქნება ოქრო, ტანსაცმელი, ტექნიკა, მანქანა და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ შვილი ცხოვრობს მშობლებთან ერთად ერთ სახლში და მას აღებული აქვს კრედიტი, შეიძლება აღმასრულებელი მივიდეს და აღსრულება მოახდინოს არსებულ ყველა მოძრავ ნივთზე.

ამ შემთხვევაში მშობლებს აქვთ უფლება, გამოითხოვონ საკუთარი ნივთები და დაამტკიცონ, რომ ეს ნივთები სახლში, სადაც მათი შვილი ცხოვრობდა, მათ ეკუთვნოდათ და არა მოვალე შვილს.

მსგავს შემთხვევაში კარგია, გქონდეთ ჩეკები, თუმცა შესაძლოა, ჩეკი არ გქონდეთ. ეს რეალურია, მაგრამ გამოგადგებათ მეზობლების, ნათესავების ჩვენებები, ასევე ფოტოსურათებიც“, - განმარტავს თამარ კერძაია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელოდება კონფლიქტები, ვის ფინანსური დანაკარგები და ვისთვის იქნება კვირა წარმატებული? – მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

⭕ფინანსური შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - როგორი იქნება 16-22 ნოემბრის კვირა?

⭕„საოცარი, წარმატებისა და იღბლის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 16 ნოემბერს ენერგიებზე

✕