
ხშირად მედიკამენტებს ახლობლების რეკომენდააცით იღებენ, რაც რეკომენდებული არ არის, რადგან ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და შესაბამისად, მას ინდივიდუალური მკურნლობა ესაჭიროება.
ახლა, კორონავირუსის პანდემიის დროს, ზოგი მოქალაქე თვითნებურ მკურნალობას მიმართავს, გუგლავენ წამლებს და იტარებენ წამლის პროფილაქტიკას. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა, უკუჩვენება გამოიწვიოს და ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს ადამიანი. კორონავირუსის სამკურნალოდ კი ერთ-ერთ საშუალებად დექსამეტაზონს იყენებენ.
ექიმი ნანა სხილაძე ამ წამლის გამოყენების ინსტრუქციას განგვიმარტავს.
„დექსამეტაზონი მისი მიღების მიზეზები და წესები:
კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა ეხება დექსამეტაზონის თვითნებურად მიღებას !
აუცილებლია გავიგოთ მიღების წესები და დოზები, რის გამო ინიშნება და როდის არ შეიძლება მისი გამოყენება.
ქვემოთ დაწვრილებით არის ახსნილი ვირუსის შეჭრის წამიდან ორგანიზმში მიმდინარე მოვლენები. თუ კარგად გაიაზრებთ ( ამას არ სჭირდება სამედიცინო განათლება), მაშინ თვითნებურად აღარასდროს მიიღებთ ამ პრეპარატს.
როცა ვირუსი ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება პრობლემა არის ორ რამეში: ან ვირუსი გვიტევს და ორგანიზმს ამარცხებს ...
ან ჩვენი იმუნური სისტემა ისე ძლიერად უტევს ორგანიზმს, რომ ამის ფონზე ჩვენი სხეული ძალიან ზიანდება!
როცა ვირუსი ჩვენს ორგანიზმში შემოაღწევს, გააქტიურდება ჩვენი იმუნური სისტემა და დაიწყება ლიმფოციტების გადასვლა სისხლძარღვებიდან ანთებითი კერისაკენ.
ლიმფოციტებთან ერთად ამ პროცესში ერთვება ბევრი სხვა ანთებითი უჯრედი. ერთ-ერთი მათგანია ციტოკინი, კერძოდ, TNF იგი ზრდის სისხლძარღვთა გამავლობას და ამის ფონზე, ანთებითი კერისაკენ უფრო და უფრო ბევრი ლიმფოციტი მიდის, რათა შეუტიონ ვირუსს.
მაგრამ რა ხდება ახლა:
როდესაც გაიზრდება სისხლძარღვთა გამავლობა, სისხლძარღვებიდან გადმოვა წყალი , რადგან ჩვენი პლაზმა დიდი რაოდენობით შეიცავს მას. ზუსტად ეს იწვევს ფილტვებში წყლის დაგროვებას (ფილტვების შეშუპებას).
თუ იმუნური სისტემა მწვავედ რეაგირებას განაგრძობს, სისხლძარღვებიდან გადმოვა ძალიან ბევრი ციტოკინი . ლიმფოციტი წყალი, რაც გამოიწვევს ფილტვების შეშუპებას. ეს გამოიწვევს რესპირატორულ დისტრეს სინდრომს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სუნთქვის მძიმე უკმარისობას - ეს არის ერთ-სერთი მიზეზი რის გამოც კოვიდ ინფიცირება შეიძლება ლეტალურად დასრულდეს!
ამიტომაც იყენებენ მკურნალობაში დექსამეტაზონს!
რა არის დექსამეტაზონი:
ეს არის ძლიერი სტეროიდული ჰორმონი, რომელიც ჩვენი ნორმალური ჰორმონის, კორტიზოლის ანალოგია . კორტიზოლი თირკმელზედა ჯირკვალის ქერქში გამოიყოფა.
დექსამეტაზონი ბლოკავს ნეიტროფილების გასვლას სისხლძარღვებიდან. იწყებს ლიმფოციტების კვდომას და აფერხებს ციტოკინების გასვლას სისხლძარღვებიდან ასევე შეამცირებს სისხლძარღვთა გამავლობას. ამიტომ წყალი აღარ გადავა სისხლძარღვებიდან და ფილტვები აღარ შეშუპდება!
P.S დექსამეტაზონი ამუხრუჭებს იმუნურ სისტემას,რომ არ გამოიწვიოს ჩვენივე იმუნურმა სისტემამ მძიმე დაზიანებები!
ვინ უნდა მიიღოს ეს პრეპარატი:
უნდა მიიღოს მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რაც ზემოთ უკვე ავხსენით რას ნიშნავს.
სეფსისი
სეფსისური შოკის მქონე
და მძიმე ფორმით კოვიდიან პაციენტებში.
ეს თავის მხრივ მოიცავს :
სატურაცია 90%-ზე ნაკლები
სუნთქვის სიხშირე 30%-ზე მეტი.
ხელოვნურ აპარატზე მყოფი პაციენტები
თუ პაციენტს სატურაცია მაღალი აქვს, 94-% ზე მეტი და აღენიშნება:
ცხელება
კუნთების ტკივილი
ღებინება
ფაღარათი
ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა
სისუსტე
არ საჭიროებს დექსამეტაზონს!
P.S დაიმახსოვრეთ: არ ინიშნება დექსა თუ სატურაცია მეტია 94% ზე თუნდაც გამოხატული იყოს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები.
თვითნებურად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დარღვევები;
იმოქმედოს ღვიძლზე!! ღვიძლში დექსას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის რაოდენობის ზრდა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჰიპერგლიკემიას (შაქრის დიდი დოზით მომატებას სისხლში). ეს მდგომარეობა კი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში დაამძიმებს მდგომარეობას. ამიტომ ვისაც დიაბეტი აქვს ექიმთან შეთანხმებით უნდა მიიღოს დექსამეტაზონი.
შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გათხელება. რაც გამოიწვევს სისხლდენებს.
14 დღეზე მეტხანს გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული მხედველობის დაზიანება, კატარაქტა.
რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ ასაკში და დიაბეტით დაავადებულ პირებში.
გულის უკმარისობის მქონე პირებში ინიშნება სიფრთხილით. რადგან დექსამეტაზონი ზრდის სისხლდენებისა და თრობოემბოლიების რისკს .
მისმა მიღებამ შეიძლება ფსიქომოტორული დარღვევები გამოიწვიოს.
ასევე, დექსამეტაზონი ზრდის რეაქტივაციის რიკს ამ შემთხვევაში:
B ჰეპატიტის მქონე პირებში
ტუბერკულოზით დაავადებულებში
არ შეიძლება დექსამეტაზონის უეცრად შეწყვეტა. უნდა შეწყდეს ნელ-ნელა დოზის შემცირებით, რაც ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს“, - ნანა სხილაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ექიმები პაციენტებს დექსამეტაზონს არამიზნობრივად უნიშნავენ - მარშანია გვაფრთხილებს
ვიტამინი და მისი ბუნებრივი შემცვლელები, რომლებიც covid-19-ის პრევენციისთვის უნდა მიიღოთ