
ქირურგი, სტომატოლოგი და იმპლანტოლოგი ეგნატე გიორგაძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც პირის ღრუს მოვლაზე და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე ისაუბრა:
„ნებისმიერ ასაკში შესაძლოა იყოს საჭირო კბილის იმპლანტაცია. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს რაიმე ტრავმას, პრობლემას და ა.შ. დაახლოებით 0,6 პროცენტი არის პაციენტებში იმპლანტატი შეხორცების რისკი. თუმცა ესეც ძალიან იშვიათად ხდება. ქიმიოთერაპიების დასრულების შემდეგ არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა ცე ჰეპატიტის მკურნალობის დროს არ შეიძლება. სამიდან ექვს თვემდე სჭირდება იმპლანტატის შეხორცებას. ძირითადად იმპლანტატის სახეობების 99 პროცენტი არის ტიტანი.
ფასი მწარმოებლისგან განისაზღვრება ხშირად.
იმპლანტატის გამოყენება დაიშვება 21 წლიდან, მე მაგალითად 86 წლის პაციენტიც მყავს და შესანიშნავად იყენებს. ჯანმრთელი კბილის შეცვლას იმპლანტატით არ ვემხრობი.
მაქსიმალურად ვცდილობ პაციენტს კბილები შევუნარჩუნო. მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება გაკეთდეს ერთ ყბაზე არის 7-8.
პროთეზი არ იძლევა არც კარგ ფიქსაციას, არც მეტყველების გამართვას და არც ღეჭვის დროს არის კომფორტული. მე პირადად ვურჩევ პაციენტს პროთეზის ნაცვლად იმპლანტატები გამოიყენოს. თუ ჰიგიენის ნორმებს დაიცავს პაციენტი და მოუვლის, მაშინ სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაძლოს კარგმა იმპლანტატმა“, - ჰყვება ეგნატე გიორგაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ღმერთმა სიკეთე მოგცეს შენ ლამაზ და დიდ ოჯახთან ერთად“ - როგორ ულოცავენ კახა კალაძეს დაბადების დღეს?