Digest Logo

🎥 მოჩვენებების ქალაქი, რომელიც 50 წლის წინ მიატოვეს - „ათწლეულების განმავლობაში აქ შესვლა ყველასთვის იკრძალებოდა, დღეს კი მისი კარი ყველასთვის ღიაა“

1740656503
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანა.

ამჯერად იგი მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - მოჩვენებების ქალაქი, რომელიც 50 წლის წინ მიატოვეს და მოგვითხრობს ვაროშაზე, სადაც როგორც მოგზაური ამბობს სიცოცხლე 1974 წლის შემდეგ შეწყდა. 

„ეს ვაროშაა ქალაქი, სადაც 50 წლის წინ სიცოცხლე შეწყდა და მთელი ქალაქი დროშია გაყინული. ჩერნობილზე 3-ჯერ დიდი დასახლება დღეს მოჩვენებების ქალაქად არის ქცეული. 

ქალაქი, რომელიც ტურისტებით იყო ყველა სეზონზე სავსე 1974 წელს განადგურდა - კონფლიქტი დაიწყო თურქულ ენოვან და ბერძნულ ენოვან კვიპროსელებს შორის, შედეგად თურქეთის ჯარი შემოდის კვირპროსზე და იკავებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს, ომის ქარცეცხლში კი ვაროშა აღმოჩნდა, რომელიც თურქეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. სწორედ, ამიტომ მოსახლეობას საკუთარი ქალაქის დატოვება მოუწია. 

მას შემდეგ 51 წელი გავიდა და ვაროშა ისევ ცარიელია, ათწლეულების განმავლობაში აქ შესვლა ყველასთვის იკრძალებოდა, დღეს კი მისი კარი ყველასთვის ღიაა“, - ამბობს მოგზაური. 

უფრო ვრცლად თუ რა ხდება ახლა მიტოვებულ ქალაქში, რომელიც აინაპასთან საკმაოდ ახლოსაა ნახეთ ვიდეოში 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ღმერთმა სიკეთე მოგცეს შენ ლამაზ და დიდ ოჯახთან ერთად“ - როგორ ულოცავენ კახა კალაძეს დაბადების დღეს?

🎥 ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი - საფრთხის შემცველი ნივთი, რომელიც ყველა ოჯახშია

🎥 „გვაქვს კონკრეტული დროები, როცა იყენებს გაჯეტებს, თუმცა ეს დროები არავითარ შემთხვევაში არ არის ჭამის დრო“ - რას ჰყვება ნუცა ქავთარაძე