Digest Logo

„სმოგის ერთ-ერთი მიზეზი გამონაბოლქვია, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვების სიცოცხლისთვის“ - პედიატრის რჩევები

1770989224
გამონაბოლქვი

„ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება და სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება ხდება სამრეწველო და ავტომანქანების გამონაბოლქვით. ცალკე არის სმოგი, როდესაც მძიმე ნაწილაკებით ბინძურდება ჰაერი.

„სმოგის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გამონაბოლქვი, ან მტვრისგან მოტანილი მძიმე ნაწილაკები. განსაკუთრებით ბავშვებში ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, უბრალოდ იმავე ბავშვებში ქრონიკული დაავადებები არ გვაქვს.

ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები აღიქვამენ ჰაერის დაბინძურებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის პათოლოგია. თუ არის რაიმე პათოლოგია, დავუშვათ ნევროლოგიური გართულება, თავის ტკივილი, დაძაბულობა, ზედმეტი აღგზნებულობა, სუნთქვის უკმარისობის გამოვლინება, ასევე ბრონქულ ასთმასთან მდგომი დაავადებები.

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება, განვითარდეს მოზრდილობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება და სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია.

ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც და ამან შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები და პრობლემები გამოიწვიოს. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, რომ ეს მავნე ზემოქმედების ფაქტორები დროულად იქნეს მოცილებული“, - აღნიშნა ექიმმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აუმჯობესებს გულისა და ტვინის სისხლის მიმოქცევას“ - არუნ ხათრი ჭარხლის უნიკალურ თვისებაზე

⭕საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი!

⭕„მე უკვე ვისწავლე, თაღლით, ბოროტ, ვირეშმაკა, ნაძირალა ადამიანებთან ცხოვრება, რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია, მათ მე ვერ შევებრძოლები“ - გია ჯაჯანიძე