Digest Logo

🎥 სოდიანი წყალი დილით - სიმსივნის საწინააღმდეგო ელექსირი თუ მითი? კოტე თოდუას რჩევები

1756199781
კოტე თოდუა

ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 69 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - „სოდიანი წყალი დილით - სიმსივნის საწინააღმდეგო ელექსირი თუ მითი?“ და აღნიშნული თემის შესახებ რჩევებს გვიზიარებს.

მისი თქმით, აღნიშნული ექსპერიმენტი თავდაპირველად თაგვებზე ჩატარდა, სადაც შედეგები კარგად გამოვიდა. თუმცა, როდესაც იგივე ექსპერიმენტი ადამიანებზე შეასრულეს, სიტუაცია განსხვავებული აღმოჩნდა:

„ადამიანების შემთხვევაში დოზა შეამცირეს, რადგან ის დოზა, რასაც თაგვებს უძლევდნენ, ადამიანისთვის საშიში იყო. შესაბამისად, ის ბენეფიტები, რაც შეიძლება სოდიდან მიღებულიყო, ადამიანზე აღარ ჩანს.

ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ ადამიანს ყოველდღე ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, წყალში გახსნილი, მიეღო. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს დოზა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სიმსივნის გარშემო ორგანიზმი „გაატუტიანოს“, ან საკმარისი არ არის სისხლის pH-ის შესაცვლელადაც.

შესაბამისად, ზღაპარია, რომ ასეთი დოზა სიმსივნის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. სოდის მიღება სიმსივნის წინააღმდეგ - არასწორი კონცეფციაა“, - ამბობს კოტე თოდუა.

მისი თქმით, სოდის დილით მიღებას აქვს სხვა დადებითი მხარეებიც. მაგალითად, ის ზრდის შარდის ტუტიანობას. ასევე, სოდის მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც თირკმლის პრობლემები აწუხებს.

უფრო ვრცლად სოდის დადებითი მხარის შესახებ, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფლორენცია დედამიწის პატარა მუზეუმია!“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი

⭕„დღეს თითქოს სამყარო ჩერდება, რომ საკუთარი ხმა უკეთესად მოისმინო...“ - რა უნდა გააკეთოთ 26 აგვისტოს, თაკო მელიქიშვილის რჩევები!

⭕„უკვე მენატრება ბათუმი“ - ორსული ნუკი კოშკელიშვილი დაისის ფონზე პოზირებს