
სოსისები, ძეხვები, „ნაგეთსები“ - როგორ მივხვდეთ, რომელია უსაფრთხო?, - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა ისაუბრა:
„აუცილებელია მომხმარებელმა იცოდეს რას შეიცავს და როგორ პროდუქტებს მივირთმევთ. მნიშვნელოვანია, რომ ვენდოთ სანდო მწარმოებლებს და კარგი იქნება თუ გვეცოდინება ვინ აწარმოებს.
ასეთი კომპანიების ნაწარმი შედარებით უსაფრთხოა, მაგრამ არა ჯანსაღი.
მთავარი არის როცა შევიძენთ პროდუქტს კარგად ვნახოთ ჩამონათვალში ინგრედიენტი. პირველი ინგრედიენტი რაც წერია, ანუ ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ეს პროდუქტი. უნდა ეწეროს ხორცი, თუ ხორცპროდუქტებს ვყიდულობთ რა თქმა უნდა. შემდგომ უკვე დანამატები, რა ტიპის დანამატები აქვს. არსებობს საშიში დანამატები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. შესაძლებელია შევხვდეთ ეტიკეტის დარღვევას, თუმცა ეს პრობლემა დიდ მწარმოებლებში არ გვხვდება და ამაზე არის სოლიდური ჯარიმა.
ძეხვები, სოსისები და ა.შ შემადგენლობით უნდა განვსაზღვროთ რამდენად ჯანსაღი და უსაფრთხოა. თითქმის ყველა სოსისი და ძეხვეული შეიცავს დანამატს. თითქმის ყველა ძეხვეული შეიცავს ნატრიუმის ნიტრიტს. რადგან მალფუჭებადი არ იყოს საკვები. შესაბამისად 10 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ძეხვეულის მირთმევა. მერეც არ არის მიზანშეწონილი, ბავშვმა მიირთვას ასეთი მინარევის მქონე პროდუქტი“, - აღნიშნა ირაკლი არაბულმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „კაშკაშებ...“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს
🎥 „უნდა გქონდეს ხილის ჩანთა ფორთოხლებით...“ - ნუკი კოშკელიშვილი ორიგინალურ ვიდეოს აქვეყნებს