Digest Logo

„ბედნიერი და წარმატებული სამუშაო კვირის დასაწყისი გვისურვებია“ - გიორგი შოშიტაშვილი სოცქსელში შვილთან ერთად გამოჩნდა

1759148223
გიორგი შოშიტაშვილი

„ქსოვრელების“ მომღერალი გიორგი შოშიტაშვილი რამდენიმე კვირის წინ მამა გახდა.

მას და მის მეუღლეს, სალომე ვარდიაშვილის ბიჭი შეეძინათ, რომელსაც მამის სახელი, გიორგი დაარქვეს.

ჩვილი „გაგუას კლინიკაში“ დაიბადა.

ამჟამად მომღერალმა სოციალურ ქსელში შვილის ახალი ფოტოები გაავრცელა:

„ბედნიერი და წარმატებული სამუშაო კვირის დასაწყისი გვისურვებია მე და პატარა გიოს.

დიდი მოკითხვა ჩვენ ერთგულ მსმენელს“, - წერს გიორგი შოშიტაშვილი. 

ცნობისთვის, შვილის დაბადების შემდეგ გიორგის მეუღლემ პოსტი გაავრცელა:

„ჩემი ცხოვრების ორი გიო, ჩემი ორი ბედნიერება, ჩემი უფლის საჩუქარი, ყველაზე ძვირფასი ჩემი გიო და ჩვენი ბედნიერების გვირგვინი პატარა გიო.

მადლობას გიხდით კეთილო ადამიანებო კეთილი სურვილებისთვის, ჩვენ კიდევ უფრო შეგიყვარებთ და ყველას სიკეთით დაგიბრუნებთ თითოეულ ლამაზ სიტყვას, თქვენ მხარდაჭერას.

გვიყვარხარ“, - წერდა სალომე ვარდიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ამ კეთილ გოგოს“

🎥 როდის შევიჭრათ თმა ოქტომბერში, რომ ფინანსური კეთილდღეობა გვეწვიოს

🎥 „მხოლოდ უკულტურო მოიხსენიებს აუგად არათუ მშობლიურ, არამედ ნებისმიერ სხვა ენას... ყველამ იცის როგორ ჟღერს იავნანა დედის ხმით“ - გია მურღულია