Digest Logo

„სქესობრივი კავშირების მიმართ სიფრთხილე მხოლოდ მორალური ან სოციალური საკითხი არ არის...“- თეო ხაბულიანი ენერგეტიკულ მიჯაჭვულობასა და ინფორმაციულ ველზე

1788768570
თეო ხაბულიანი

სქესობრივი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ ხდება - ეს არის ემოციური, ბიოქიმიური და ენერგეტიკული ველების ღრმა გადაკვეთა. პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, თუ რატომ ტოვებს დასრულებული ურთიერთობა ადამიანში ხანგრძლივ ემოციურ და ინფორმაციულ კვალს.

მენტორის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც პარტნიორთან კავშირი გაწყვეტილია, თუმცა ადამიანი მაინც განიცდის ძლიერ მიჯაჭვულობას ან გაუჩერებლად ფიქრობს ყოფილ პარტნიორზე, მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ უყვარს.

„დღეს მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხო. საერთოდ, მსგავს თემებზე პოსტების წერა არ მიყვარს, თუმცა ვიცი, რომ ეს საჭიროა, რადგან ბევრმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს, რას ატარებს საკუთარ თავში დასრულებული ურთიერთობის შემდეგ.

ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გქონდეთ სექსუალური ურთიერთობები რადგან თუ პარტნიორი ატარებდა ტკივილს შფოთვებს და ტანჯვას ის თქვენშიც გადმოდის ინფორმაციის ველის საშუალებით.

ასევე გქონიათ შემთხვევა როდესაც კავშირი დასრულდა აღარ ხართ ერთად, მაგრამ მაინც ძლიერ მიჯაჭვულობას გრძნობთ მასთან?

გქონიათ შემთხვევა, როდესაც არც გიყვართ, მაგრამ, მაინც მასზე გეფიქრებათ?

მოკლედ დღეს ამ ყველაფერს აგიხსნით საიდან გამომდიმარეობს, რას იწვევს და შემდეგ დაგიწერთ ერთ ენერგეტიკულ საშუალებას რითაც შეძლებთ გაიწმინდოთ სხვისი ენერგია, რომელსაც თქვენში ატარებთ სქესობრივი კავშირის გამო.

სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ორი სხეულის ფიზიკური შეხება არ არის. ენერგეტიკული ხედვით, ეს არის ორი ადამიანის ველის ძალიან ღრმა და ინტენსიური გადაკვეთა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, თუ ვისთან ვუშვებთ საკუთარ სხეულს, ემოციას და ენერგიას ასეთ ახლო კავშირში.

როდესაც ადამიანთან სქესობრივ კავშირში შედიხარ, შენ მხოლოდ მის სხეულთან არ ურთიერთობ იქმნება ძლიერი ემოციური და ინფორმაციული კავშირიც. თუ ადამიანი იმ პერიოდში ატარებდა ძლიერ ტკივილს, შფოთვას, შიშს, შინაგან დაძაბულობას, მძიმე ემოციებს ან დაუმუშავებელ გამოცდილებებს, ენერგეტიკული მოდელის მიხედვით, ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება დატოვოს კვალი შენს საკუთარ ველში.

ძლიერი გამოცდილება ქმნის ინფორმაციულ კვალს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ემოციურ მდგომარეობაში, სხეულის შეგრძნებებში, ფიქრებში, მიჯაჭვულობაში და იმ შინაგან რეაქციებში, რომელთა მიზეზსაც ზოგჯერ საერთოდ ვერ ვხვდებით.

ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია ასეთი შემთხვევა ურთიერთობა დასრულდა, ადამიანი აღარ არის შენს ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც მასთან დაკავშირებული განცდა მაინც დარჩა.

ან კიდევ უფრო უცნაური, რამ ადამიანი შეიძლება აღარ გიყვარდეს, აღარ გინდოდეს მასთან დაბრუნება, შეიძლება გონებითაც კარგად იცოდე, რომ ეს ურთიერთობა დასრულებულია, მაგრამ მაინც გაუჩერებლად გახსენდებოდეს.
რატომ?

რატომ ხდება, რომ ადამიანი ფიზიკურად აღარ არის შენს გვერდით, მაგრამ თითქოს რაღაც მაინც გიკავშირებს მასთან?

ეს იმ კავშირის მიერ დატოვებული ემოციური და ინფორმაციული კვალია, რომელსაც სხეული და ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ატარებს. ენერგეტიკული ხედვით კი კავშირის შედეგად შექმნილი მიბმა, რომელიც თავისთავად ყოველთვის არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ურთიერთობა დასრულდა.

ამიტომ სექსუალური კავშირების მიმართ სიფრთხილე მხოლოდ მორალური ან სოციალური საკითხი არ არის. ეს არის გაცილებით ღრმა საკითხი ვის უშვებ საკუთარ სივრცეში, ვისთან ერთიანდება შენი სხეული, ემოცია და ენერგია და რა მდგომარეობაში იმყოფება ის ადამიანი, ვისთანაც ამ კავშირს ქმნი.

რადგან ზოგჯერ ურთიერთობა მთავრდება, მაგრამ მისი კვალი შენში კიდევ დიდხანს აგრძელებს არსებობას.

საიდან წარმოიქმნება ეს მიჯაჭვულობა?

რატომ შეიძლება სხვისი კავშირის დასრულების შემდეგაც აგრძელებდეს ადამიანი მის შეგრძნებას?

როგორ მუშაობს ამ დროს ჩვენი სხეული და ემოციური ველი?

და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარ თავში სხვისი კავშირის კვალი აღარ ვატაროთ?

ამას ძალიან ზუსტი ახსნა აქვს:

კავშირის გამოცდილება რჩება ადამიანის ენერგეტიკულ ველში, ემოციურ სხეულსა და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ მეხსიერებაში.ნმაგალითად, ურთიერთობის დასრულების შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განცდა:

„ის აღარ არის ჩემს გვერდით, მაგრამ თითქოს მისი რაღაც ნაწილი ჩემში დარჩა.“

ენერგეტიკული ენით ამას ინფორმაციულ კვალს უწოდებენ.

ფსიქოფიზიოლოგიურად კი ეს შეიძლება აიხსნას მიჯაჭვულობით, მეხსიერებით, ჰორმონული და ნერვული სისტემის რეაქციებით.

სქესობრივი კავშირის დროს ორგანიზმში გადადის ბიოქიმიური სიგნალები ჰორმონები, ნეიროტრანსმიტერები, იმუნური სიგნალები და სხვა მოლეკულები. ეს სიგნალები უჯრედების რეცეპტორებზე მოქმედებს და ცვლის უჯრედების მუშაობას მაგალითად, რომელი გენები ჩაირთოს/გამოირთოს, რა ცილები წარმოიქმნას და როგორ შეიცვალოს უჯრედის ფუნქცია“,- წერს ხაბულიანი.

იგი ასევე პრაქტიკას აზიარებ, რომელიც უნდა გააკეთოთ:

„აიღე თეთრი სანთელი, ერთი ჭიქა წყალი და ცოტა მარილი. დაჯექი მშვიდ ადგილზე აანთე სანთელი და დაიდგი წყალი წინ. დახუჭე თვალები და 7-ჯერ ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. ხელები დაიდე მუცლის ქვედა ნაწილზე სადაც საკრალური ჩაკრაა, და რამდენიმე წუთი მშვიდად ისუნთქე.

წარმოიდგინე ის კაცი, ვისთანაც გქონდა ეგ სექსუალური ურთიერთობა ოღონდ არ შეხვიდე კონტაქტში ემოციურად, უბრალოდ დაინახე თქვენს შორის არსებული კავშირი ემოციების გარეშე.

ამის მერე ხმამაღლა თქვი ეს:

„მე ვასრულებ ამ კავშირს.

შენ გიბრუნდება შენი, მე მრჩება ჩემი.

ვათავისუფლებ ყველა ემოციას, მოგონებას და მიჯაჭვულობას, რომლის ტარებაც აღარ მინდა.

ვიბრუნებ ჩემს ენერგიას, ჩემს სხეულს, ჩემს სივრცეს და ჩემს სიმშვიდეს.

რაც ჩემია ჩემთან რჩება.

რაც შენი იყო შენთან ბრუნდება.

ეს კავშირი დასრულებულია და მე საკუთარ თავთან ვბრუნდები“.

ამის მერე წარმოიდგინე რომ თქვენს შორის არსებული ძაფი რბილად ქრება, და საკრალური ზონა ივსება ნარინჯისფერი სინათლით.

ბოლოს მარილის პატარა მწიკვი რაოდენობა ანუ ცოტა ჩაყარე მაგ წყალში, მოურიე და თქვი , „ვუშვებ და ვასრულებ“. წყალი გადაასხი ნიჟარაში და ხელები დაიბანე ამის შემდეგ.

სანთელი ჩააქრე და ამის შემდეგ რამდენიმე წუთი ფეხშიშველმა იარე იატაკზე ყურადღება გადაიტანე ფეხებზე.

ეს უნდა გააკეთო სამი საღამო ზედიზედ.

ერთი კვირის შემდეგ ერთჯერადად გააკეთე ეს რასაც ახლა დაგიწერ.

დაგჭირდება თეთრი სანთელი, ჭიქა წყალი, თეთრი ძაფი, დაახლოებით 30-40 სმ, და ცოტა მარილი.
ააანთე სანთელი და რამდენიმე ხანი უყურე როგორ იწვის, ძაფი ხელებში დაიჭირე და წარმოიდგინე რომ ეს ის ემოციური კავშირია, რომელიც შენსა და იმ კაცს შორის დარჩა, ძაფი ნელა შემოიხვიე ხელზე და თქვი მე ვხედავ ამ კავშირს და ვაღიარებ იმას, რაც ამ ურთიერთობამ ჩემში დატოვა. მაგრამ ის, რაც აღარ მემსახურება, ახლა თავისუფლდება. მერე მოიხსენი ძაფი ხელიდან და მაკრატლით გაჭერი, და გაიმეორე

„ვწყვეტ მიჯაჭვულობას.

ვწყვეტ მის მიმართ დარჩენილ კავშირს.

ჩემს სხეულს ვუბრუნებ ჩემს სივრცეს.

ჩემს გულს ვუბრუნებ ჩემს სიმშვიდეს.

ჩემს საკრალურ ცენტრს ვუბრუნებ თავისუფლებას.

მე ვირჩევ საკუთარ თავს“.

ეს მარილი ჩაყარე წყალში და დაისველე ხელები, მერე ამ სველი ხელებით შეეხე მუცელს მსუბუქად. ბოლოს წყალი გადაასხი გამდინარე წყალში და ძაფის ნაჭრები გადააგდე, ბოლოს იბანავე ჩვეულებრივ წყალში და ჩაიცვი სუფთა ახალი ტანსაცმელი“,- აღნიშნავს ხაბულიანი.