ასტროლოგ ქეთი ოდიშელის განმარტებით, ბოლო დღეებში გავრცელებული თავის ტკივილი, უძილობა, სისუსტე და შფოთვა ხშირად მეტეომგრძნობიარობასა და ამინდის მკვეთრ ცვლილებებს უკავშირდება.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, გარემოს რყევებისას სისხლძარღვები და ნერვული სისტემა ადაპტაციას ვერ ასწრებს, თუმცა მაღალი მგრძნობელობა სისუსტე კი არ არის, არამედ ორგანიზმის უნიკალური უნარია, დროულად გვაცნობოს გადაღლის შესახებ.
„ბოლო დღეებში არაერთი ადამიანისგან მოვისმინე მსგავსი ჩივილები: თავის ტკივილი, უძილობა, სისუსტე, უხასიათობა, შფოთვითი მომენტები... ზოგს უფრო რთულად, ზოგს კი საკმაოდ მსუბუქად ჰქონდა გამოხატული ეს ეფექტები. ზოგიერთმა ზებუნებრივ გავკენებს დააბრალა ეს ყველაფერი, ზოგმა კი ჯანმრთელობის პრობლემებს. არ ვიცი შესაძლოა ან ერთი იყოს ან მეორე ან ორივე ერთად, თუმცა ახლა მინდა მოგიყვეთ საკუთარ გამოცდილებაზე.
❓ იცოდით რომ არსებობს ასეთი ცნება 🫴 მეტეომგრძნობიარობა. ახლა ვნახოთ რას ნიშნავს ეს ცნება.
🌪️ხშირად გვესმის ამინდის მკვეთრი ცვლილების, წნევის ვარდნისა თუ გეომაგნიტური ქარიშხლების გავლენაზე. ასეთ დროს, ადამიანის სისხლძარღვები და ვეგეტატიური ნერვული სისტემა ვერ ასწრებს მყისიერ ადაპტაციას, რაც თავის ტკივილით, ენერგიის ვარდნითა, ხანდახან შფოთვითა და სხვა გამოვლინდებით ხასიათდება.
მაგ: ზოგს წვიმამდე აქვს რინიტი, ან სხვა ფორმის ალერგიული რექცია (ტენიანობა რომ იწევს), ზოგიერთს მიწისძვრამდე ძლიერ გამოხატული თავის ტკივილი, რაღა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტი არის საჭირო სპეციალისტს მიმართოთ, მაგრამ სხვა სიმპტომები და ხელმოსაჭიდი არაფერია, ხშირად სწორედ მეტეომგრძნობელობასთან გვაქვს საქმე.
გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის უბრალო „დისკომფორტი“, ეს არის ცოცხალი, ბუნებრივი პროცესის ჯაჭვი, რომელიც სამყაროსა და თქვენს ურთიერთქკავშირზე მეტყველებს და რომელსაც უნიკალური რესურსი გააჩნია, მაგ:
✋ წინასწარგანცდა და ადრეული ადაპტაცია. სხეული თითქოს წინ უსწრებს გარემოს რყევებს და დროულად ახდენს შინაგანი რესურსების მობილიზებას.
✋ ფიზიკურ რყევებზე მწვავე რეაქცია პირდაპირ კავშირშია ღრმა აღქმასთან, ინტუიციასთან და გარემოს მიმართ მაღალ ემპათიასთან.
✋ ზემგრძნობიარე სისტემა დროულად გატყობინებთ მიკროცირკულაციის ცვლილებასა და გადაღლას, რაც გადაწვისგან თავის დაცვის საუკეთესო მექანიზმია.
🌿 როგორ დავაბალანსოთ მდგომარეობა ასეთ დროს:
მეტი სუფთა წყალი და დამამშვიდებელი მცენარეული ჩაი მიიღეთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, მძიმე საკვებსა და კოფეინის გადაჭარბებას, რაც სისხლძარღვებს დამატებით ტვირთავს.
შეამცირეთ ეკრანებთან გატარებული დრო, ხმაურიან გარემოში ნყოფნა.
ნერვულ სისტემას პაუზა სჭირდება.
მშვიდი სეირნობა სუფთა ჰაერზე. ეს აღადგენს მიკროცირკულაციას.
მიეცით სხეულს უფლება, ჩვეულებრივზე მეტად დაისვენოს.
მოუსმინეთ სხეულს, ნუ შეებრძოლებით დაღლილობას ნებისყოფით.
როდესაც სხეული დასვენებას ითხოვს, უნდა დაისვენოთ. ზემგრძნობელობას ბევრი უყურებს როგორც სისუსტეს, სინამდვილეში ეს არის საკმაოდ ეფექტური ინსტუმენტი, ეს არის უნარი, იყო ცოცხალ კონტაქტში სამყაროსთან. მას უბრალოდ სჭირდება მეტი სიფაქიზე, გაცნობიერება და სწორად გამოყენება“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პანიკური შეტევით არავინ კვდება“ - ლევან შელეგიას რჩევები და სრული სიმართლე შფოთვით აშლილობაზე
⭕ ყველაზე იღბლიანი დღეები ოქტომბერში! - თაკო მელიქიშვილის პროგნოზი
⭕ „მოიწესრიგეთ თავი და განწყობა შეიქმენით!...“ - 4 ოქტომბრის ენერგიები