Digest Logo

„თირკმელები ჩვენი ბუნებრივი ფილტრებია“ - 5 სასარგებლო და 5 მავნე პროდუქტი თირკმელებისთვის, ფიტნესინსტრუქტორის რჩევები

1767765019
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი მამუკა რაშოაინი სოციალურ ქსელში თირკმელების ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე წერს და მოქალაქეებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს. მისი თქმით, თირკმელებზე ზრუნვა პირდაპირ ნიშნავს საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვას, რადგან სწორედ ეს ორგანოები ასრულებენ ორგანიზმში ბუნებრივი ფილტრების ფუნქციას.

რაშოაინის განმარტებით, როდესაც თირკმელები სრულფასოვნად ვერ მუშაობენ, ორგანიზმში გროვდება ტოქსინები და ზედმეტი სითხე, რაც იწვევს დაღლილობას, შეშუპებას, კანის ფერმკრთალობასა და ზოგად დისკომფორტს.

იგი ასახელებს 5 პროდუქტის კომბინაციას, რომლებიც თირკმელების მუშაობას უწყობს ხელს:

„ზრუნვა თირკმელზე ნიშნავს ზრუნვას საკუთარ ცხოვრებაზე 🌿 💧

როდესაც თირკმელები სწორად არ მუშაობს… ტოქსინები და ზედმეტი სითხე გროვდება ორგანიზმში

😞 — ჩნდება დაღლილობა, შესივება, კანის ფერმკრთალობა და ზოგადი დისკომფორტი. თირკმელები ჩვენი სხეულის ბუნებრივი ფილტრები არიან, ამიტომ მათი მოვლა პირდაპირ ნიშნავს ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებას

💙 🌿 5 საუკეთესო პროდუქტის კომბინაცია თირკმელებისთვის.

1.⁠ ⁠🥦 ბროკოლი + ლიმონის წვენი 🍋 – ამცირებს ანთებას და ეხმარება ტოქსინების გამოდევნაში.

2.⁠ ⁠🍎 ვაშლი + დარიჩინი 🌿– ასუფთავებს სისხლს და ხელს უწყობს შარდმდენ პროცესს.

3.⁠  ისპანახი + ავოკადო 🥑 – მდიდარია მაგნიუმითა და კალიუმით, რაც აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას.

4.⁠ ⁠🍉 საზამთრო + პიტნა 🌱 – ასუფთავებს ორგანიზმს და უწყობს ხელს შარდის გამოყოფას.

5.⁠ ⁠ბოლოკი + მოცვი 💜 – იცავს თირკმელებს ინფექციებისა და ანთებისგან.

🚫 5 მავნე პროდუქტი, რომელიც ზიანს აყენებს თირკმელს

1.⁠ ⁠ჭარბი მარილი – ზრდის წნევას და ტვირთავს თირკმელებს.

2.⁠ ⁠🥓 დამუშავებული ხორცი (სოსისი, ძეხვი, ბეკონი) – შეიცავს ნატრიუმსა და ქიმიურ დანამატებს.

3.⁠ ⁠🥤 შაქრიანი გაზიანი სასმელები – ხელს უწყობს თირკმლის ქვის წარმოქმნას და არღვევს ელექტროლიტების ბალანსს.

4.⁠ ⁠🍟 ცხიმიანი და შემწვარი საკვები – ზრდის ანთებას და აფერხებს სისხლის ფილტრაციას.

5.⁠ ⁠☕ ჭარბი კოფეინი და ენერგეტიკული სასმელები – ტვირთავს თირკმელებს და ზრდის წნევას.

როგორ შევინარჩუნოთ თირკმელების ჯანმრთელობა?

💧 სვით დღეში საკმარისი წყალი (1.5–2 ლიტრი).

🥗 მიირთვით ბალანსირებული კვება — ბოსტნეული, ხილი, სუფთა ცილა.

შეამცირეთ მარილი და მოერიდეთ გადამუშავებულ პროდუქტებს.

❤️ აკონტროლეთ სისხლის წნევა და შაქრის დონე.

🚶‍♀️ იარეთ, იძრავეთ, და მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს.

⚠️ როდის უნდა მიმართოთ ექიმს თუ გაწუხებთ:

⁠👁 შეშუპება თვალების ქვეშ ან ფეხებზე ⁠

🚽 შარდვის ცვლილება (ფერი, რაოდენობა, სიხშირე) ⁠ ⁠

😴 დაღლილობა და სისუსტე ⁠

🤕 წელის ან მუცლის ტკივილი ⁠

შარდში სისხლის ან ქაფის არსებობა

👉 არ გადადოთ! დროული გამოკვლევა იცავს თირკმელებს შეუქცევადი დაზიანებისგან“,- წერს ფიტნესინსტრუქტორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ ილია მეორე - „სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, პატიებას“

⭕ ილია მეორე - „თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე“

⭕ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე