სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, რომელიც abagael bug-ის სახელით არის ცნობილი, ყოველ დღე ტაროლოგიურ პროგნოზებსა და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიტევებასა და სულის ჭეშმარიტებაზე წერს:
„იცით, რა არის სულის ჭეშმარიტი სიმწიფე?
ეს არის მდგომარეობა, როცა შენ არა თუ ჰპატიობ იმათ, ვინც გული გატკინა, არამედ საერთოდ აღარ გწყინს. როცა ხვდები, რომ თითოეული ადამიანი მოქმედებს საკუთარი შინაგანი ტკივილის, უმეცრებისა თუ სისუსტის დონიდან გამომდინარე.
როცა ბავშვი ფეხს წამოჰკრავს და ეცემა, ხომ არ უბრაზდებით?
ხომ ხვდებით, რომ მან ჯერ სიარული არ იცის კარგად? ასე არიან ის ადამიანებიც, რომლებიც უხეშობენ, ღალატობენ ან იტყუებიან — მათ უბრალოდ ჯერ არ უსწავლიათ ადამიანობა.
როცა ამას გაიაზრებთ, წყენა თავისთავად ქრება და მის ადგილს უზარმაზარი სიბრალული და სიმშვიდე იკავებს.
ატარეთ თქვენი სული ისე მაღლა, რომ მასამდე მიწიერმა შხამმა და ბოღმამ ვერ მიაღწიოს. იყავით ცასავით — მას ხომ ვერავინ დააზიანებს ქვების სროლით“, - წერს abagael bug.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ოთარ კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა