Digest Logo

🎥 რას გვეუბნება თმის მდგომარეობა ჩვენს ჯანმრთელობაზე? დერმატო-ტრიქოლოგის განმარტება და რჩევები

1772788472
ნანუკი ქორქია

თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“ ექიმი, დერმატო-ტრიქოლოგი ნანუკი ქორქია სტუმრად გადაცემაში „კოტქასთი“ იმყოფებოდა, სადაც თმაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მკურნალობის გზებსა და თმის გადანერგვაზე ისაუბრა.

სპეციალისტმა ჩამოთვალა თმის დაზიანების, მისი ცვენისა და ქერტლის, გამომწვევი არა ერთი მიზეზი, რომელიც ენდოკრინულ, სტრესულ და ფსიქოლოგიურ ფონს უკავშირდება:  

🟡როგორია თმის ზრდის ნორმალური ტემპი?

ნანუკი ქორქია: თმის ზრდის ნორმალური ტემპი არის 1.5 - 2 სანტიმეტრი მაქსიმუმ თვეში. ამაზე მეტს ვერანაირი ჩარევა ვერ მოგვცემს. ვიღაცისთვის შეიძლება უფრო ნაკლები იყოს, ვიღაცისთვის ეს 2 სმ. ასევე მნიშვნელოვანია ანაგენი, რომელიც არის ფოლეკულა და 6 წლის განმავლობაში იზრდება. შემდეგ ეს თმა გადადის მოსვენების და ცვენის ფაზაში. ცვენის გფაზაში გადასული თმის ქვემოთ მოდის ახალი ღერი. იცვლება ეს ღერები და არის თვითგანახლებადი.

ზოგჯერ შეიძლება ეს პროცესი დაირღვეს. პირველ რიგში ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა. ჩვენ გვაქვს უამრავი რეცეპტორები, რომლებიც უკავშრდება მიკრონუტრიენტებს, მაგალითად D ვიტამინს. ეს ცვლილებები აისახება ფოლიკულზე და იწვევს მის დაზიანებას. შესაბამისად მოქმედებს მის ზრდაზეც.

🟡რას უკავშირდება თმის ცვენა?

ნანუკი ქორქია: აუცილებელია გამოვიკვლიოთ რა ცვლილებები გვაქვს ჰორმონალური დისბალანსის კუთხით, ავტოიმუნური პრობლემების მიმართულებით. ასევე ჩვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კუთხით.

აუცილებელია გამოვიკვლიოთ სასქესო ჰორმონები, ენდოკრინული სისტემა არის მნიშვნელოვანი. ყველაზე ხშირი პრობლემა პაციენტებში ანდროლოგიური ალოპეციაა. ეს ჰორმონალური ფონი გადამწყვეტია. ასევე ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც არის როგორც ტელოგენური, ისე ბუდობრივი თმის ცვენის გამომწვევი. დავამატებ მიკროცირკულაციის დარღვევას, რაც სკალპს უკავშირდება. მნიშვნელოვარია კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი, მისი სიჭარბე ორგანიზმში თმის ცვენას აუცილებლად იწვევს.

🟡როგორია ყველაზე ეფექტური გზა თმის გაყოფილი ბოლოების აღსადგენად? 

ნანუკი ქორქია: გაყოფილი ბოლოების ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის თმის მექანიკური, თერმული ან ქიმიური დამუშავება. რადგან უშუალოდ თმის ცვენასთან დაკავშირებული არის ფოლიკულის დაზიანეება, რომელიც მდებარეობს კანის ქვეშ. შესაბამისად, რასაც ზემოთ ვუყურებთ, ეს ყველაფერი არის გარე ფაქტორების ზემოქმედებით მიღებული.

გაყოფილი ბოლოები აუცილებლად უნდა შევიჭრათ. არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემას მოგვიგვარებს, გარდა შეჭრისა.

🟡რა სპეციფიკით გამოირჩევა თმის გადანერგვა ქალებში?

ნანუკი ქორქია: კლინიკაში მომართვიანობა გვაქვს როგორც მკურნალობის, ისე გადანერგვის კუთხით. ქალბატონების მომართვიანობა ორივე მიმართულებაში ძალიან ხშირია. ტელოგენური თმის ცვენა ძალიან დიდი პროცენტულობით არის ქალებში.

გადანერგვის სურვილი აქვს ქალებს სხვადასხვა მიზეზით. შესაძლოა ჰქონდეს წარბის ფორმის პრობლემა და უნდათ კორექცია. ხშირი იყო წინა პერიოდში ეპილაციის გაკეთება შუბლის არეში, რაც აზიანებდა წინა ხაზს სკალპისას. ამის ვიზუალური კორექციისთვის ხშირად მოგვმართავენ. ასევე მექანიკური დაზიანებით, მოჭიმით დაზიანებული თმის გადანერგვა.

🟡როგორ ხდება თმის ფოლიკულების კვლევა და მკურნალობა?

ნანუკი ქორქია: ნომერ პირველი, როცა თმაზე დგება საქმე არის ტრიქოსკოპია. ტრიქოსკოპია მოიცავს სკალპის კანის კვადრატულ შეფასებას. ვაფასებთ ფოლიკულიდან წამოსული თმების რაოდენობას, მათ სისქესა და დიამეტრს, მათ ფერს, პიგმენტაციას. ასევე ვაფასებთ მის გარშემო მდებარე კანს, გვაქვს თუ არა ანთება. ზოგადად იმ კვადრატულ სანტიმეტრზე კანის აქერცვლა, ეს იქნება ფსორიაზი თუ სებორიული დერმეტიტი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შეიძლება გაიზარდოს მოტყუების, შურის, ინტრიგების, აგრესიის ან ფარული მტრობის გამოვლინება...“ - მარსის ტრანზიტი თევზების ნიშანში

✂️მარტის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენშუის მიხედვით

„ყავის დალევამდე წყლის დალევა ძალიან მარტივი ჩვევაა, მაგრამ მას ძლიერ გავლენა აქვს თქვენს ორგანიზმზე“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია