Digest Logo

„თქვენი ბალიში არასწორია!...“ - არუნ ხათრი ძილის სწორი პოზის შესახებ რჩევებს გვიზიარებს

1768562362
არუნ ხათრი.

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ძილის სწორ პოზაზე საუბრობს:

„შეწყვიტეთ ძალიან სქელი ბალიშის გამოყენება.

კისერი არ არის შექმნილი მთაზე ძილისთვის.

მაღალი და სქელი ბალიში კისერს წინ სწევს.

ეს ნელ-ნელა იწვევს კისრის ტკივილს მხრების დაჭიმულობას თავის ტკივილს და ცუდ ძილს.

დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ხელების და თითების დაბუჟება
  • ჩხვლეტის შეგრძნება მკლავებში
  • კისრის მალების პრობლემები
  • ხერხემლის არასწორი პოზიცია
  • ზედა ზურგის ტკივილი
  • ყბის ტკივილი და კბილების ღრჭენა
  • თავბრუსხვევა დილით
  • ტვინში სისხლის ცუდი მიმოქცევა
  • ღამის განმავლობაში ხშირი გაღვიძება

ძილის დროს კისერი უნდა იყოს ხერხემლის სწორი ხაზის გაგრძელებაში.

✅ რა ვქნათ სწორად

  • გამოიყენეთ თხელი ან საშუალო სიმაღლის ბალიში.
  • ბალიშმა მხოლოდ საწოლსა და კისერს შორის არსებული სივრცე უნდა შეავსოს.
  • გვერდზე მძინარებს ოდნავ უფრო მაღალი ბალიში სჭირდებათ ვიდრე ზურგზე მძინარეებს.

თუ დილით იღვიძებთ კისრის ტკივილით დაჭიმულობით ან დაბუჟებული ხელებით თქვენი ბალიში არასწორია.

დღეს სწორი ძილი ხვალ კისრის პრობლემებს გვაცილებს“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქოლესტერინს არ ზრდის კარაქი და კვერცხი...“ - არუნ ხათრის რეკომენდაციები

⭕„არ არის რეკომენდებული მოგზაურობა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕მზექალა შანიძეს 100 წელი შეუსრულდა - უდიდესი ქართველი ენათმეცნიერი იუბილარია