
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრი აქვეყნებს ახალ ვიდეოს, სადაც გაცხიმიანებულ ღვიძლზე საუბრობს:
„დღეს ადამიანი, როცა ჭარბწონაშია, აქვს დიაბეტი ან აწუხებს წნევა, დიდი ალბათობაა მას გაცხიმიანებული ღვიძლი ჰქონდეს.
ადამიანი როდესაც ალკოჰოლს არ სვავს და ღვიძლი გაცხიმიანებულია, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- რაფინირებული ფქვილი. ხორბლით გაკეთებული ნებისმიერი რაიმე რომელიც იყიდება გარეთ. ბოლოს ქოლესტერინი მოემატება.
- როცა ინსულინის რეზისტენტია - შაქარი დიდ როლს თამაშობს. ასევე შემწვარი ნებისმიერი რაიმე, რომელიც რაფინირებული ინგრედიენტით არის დამზადებული.
როდესაც ადამიანები სხვადასხვა ჩივილებით მომმართავენ, ამბობენ რომ თავიანთი რაციონიდან ამოიღეს კვერცხი და ხორცი. თუმცა მათი ჭარბწონიანობა და გაცხიმიანებული ღვიძლი არასწორი კვების ბრალია. იმ ხორცს არ უნდა მივაყოლოთ ბევრი პური. მით უმეტეს თუ ის ხორბლის არის.
ბევრი ხორცის ჭამა გაცხიმიანებული ღვიძლის მიზეზი არ არის. მასთან ერთად მიირთმევს კოკაკოლას, პურს, შემწვარ კარტოფილს.
რომელი საკვები უნდა მივიღოთ, რათა ღვიძლის ცხიმიანობა შევამციროთ?
- მწვანე ფერის ნებისმიერი ბოსტნეული. კარგი იქნება თუ იქნება ფერმენტირებული.
- ხორცი - არ აქვს მნიშვნელობა შემწვარია თუ მოხარშული. არასდროს არ მიატანოთ პური და შეწვით ზეითუნში, ერბოში ან სუფთა კარაქში.
- თევზი - კვირაში ორჯერ კარგი იქნება თუ მიიღებთ თევზს. თუმცა შეგიძლიათ ხორცითაც ჩაანაცვლოთ.
- დღეში 2-3 კვერცხი უნდა მიირთვათ, რომელშიც ბევრი პროტეინი შედის.
- აირვედული ბალახი ტრიფალა, რომელიც ზრდის კარგ ბაქტერიებს და ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებაში ორგანიზმს“, - გვირჩევს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მეც და დიმაც გვაყირავა და თამაში მაფიით მოიგო...“ - რას წერს საბა საპანაძე ლაშა დვალზე?
⭕„უნდა გასამდეს...“ - გურამ შეროზია ჩინეთის დიდ კედელთან პოზირებს
🎥 „ფეხზე ვდგავართ...გელოდებით...“ - რას პასუხობს ქეთა თოფურია ცნობილ „ტიკტოკერს“