Digest Logo

„წარწერა „უშაქრო“ არ ნიშნავს ჯანსაღს“ - რა უნდა წავიკითხოთ ეტიკეტზე და რას მალავენ მარკეტინგული სიტყვები - კვების კონსულტანტის რჩევები!

1766481787
 დალი ბედოშვილი

კვების კონსულტანტი დალი ბედოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მარკეტში ნაყიდი პროდუქტების ეტიკეტის შესახებ წერს.

მისი თქმით, ხელოვნური დამატკბობლები ხშირად არ ნიშნავს უშაქროს და ბევრად უფრო საშიშია ორგანიზმისთვის, ვიდრე შაქარი.  

„მარკეტში ნაყიდი პროდუქტების ეტიკეტზე ხშირად შევხვდებით წარწერას „უქოლოსტერინო“ და „უშაქრო“ 
ეს ხშირად უფრო მარკეტინგული ხრიკია, ვიდრე ჯანმრთელობის გარანტია. 

როგორც კვების კონსულტანტი აგიხსნით თუ რას მალავს სიტყვა „უქოლოსტერინო“ 

ქოლესტერინი მცენარეულ პროდუქტებში ისედაც არ არის. თუ პროდუქტს ცხოველური ინგრედიენტი არა აქვს (ზეთი, მარგარინი, ჩიფსები, სოუსები), „უქოლოსტერინო“ არაფერს ამცნობს ახალს.

ფოკუსი გადააქვს მთავარ პრობლემაზე - ხშირად ასეთი პროდუქტები:

სავსეა ტრანსცხიმებით  
შეიცავს რაფინირებულ ზეთებს  
ხელს უწყობს „ცუდი“ LDL ქოლესტერინის მატებას

მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინს არ შეიცავს

ანუ: ქოლესტერინის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი გულისთვის უსაფრთხოა  

რას მალავს სიტყვა „უშაქრო“  შაქარი შეიძლება სხვა სახელით იყოს

მაგალითად:
გლუკოზის სიროფი  
ფრუქტოზა  
მალტოდექსტრინი  
ინვერტული შაქარი  

ხელოვნური დამატკბობლები ხშირად არ ნიშნავს უშაქროდ და ბევრად უფრო საშიშია ორგანიზმისთვის, ვიდრე შაქარი  

„უშაქრო“ ნიშნავს, რომ მისი დამატკბობელია:

ასპარტამი  
სუკრალოზა  
აცესულფამ-K  

ეს ნივთიერებები:

ზრდის ტკბილის სურვილს
შეიძლება მოქმედებდეს ინსულინის რეაქციაზე
ზოგიერთ ადამიანში იწვევს შებერილობასა და შიმშილს
კალორიები მაინც რჩება, „უშაქრო“ პროდუქტი შეიძლება:
მაღალკალორიული იყოს,
არ დაგანაყროს,
გაგიღვივოს მადა  

რა უნდა წავიკითხოთ რეალურად ეტიკეტზე  

როგორც პროფესიონალი კონსულტანტი, კლიენტებს ვასწავლი 3 მთავარ წესს:

ეტიკეტზე წაიკითხეთ ინგრედიენტების სია და არა წინა მხარე
ნახშირწყლები 100 გრამზე (არა მხოლოდ „შაქარი“)
ცხიმების ტიპი — განსაკუთრებით ტრანსცხიმები
გახსოვდეთ:

წარწერა „უშაქრო“ ან „უქოლოსტერინო“ არ ნიშნავს ჯანსაღს ნიშნავს „შეჩერდი და წაიკითხე ინგრედიენტები“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საქართველოს მარგალიტო“ - სოფო ბედია წინასაახალწლო კონცერტიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„არ ადუღოთ თაფლი...“ - 4 რჩევა საახალწლო ტკბილეულთან დაკავშირებით მარი მალაზონიასგან

⭕„შენი ფარული ძალა დღეს ყველაზე დიდ ბარიერსაც კი გადაგახდევინებს“ - 23 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის