Digest Logo

🎥 „წესები, რომლებიც არცერთ ავტორუჯს არ აწერია“ - დერმატოლოგის 3 ოქროს ნაბიჯი იდეალური რუჯისთვის

1784901132
ავტორუჯიავტორუჯი

ზაფხულის სეზონზე ავტორუჯი ბევრი ადამიანისთვის უცვლელი არჩევანია, თუმცა მისი არასწორად გამოყენება ხშირად „ჭუჭყიან“ ლაქებსა და უთანაბრო ტონს ტოვებს.

დერმატოლოგი ნინო ორახელაშვილი სოციალურ ქსელში ავტორუჯის სწორად გამოყენების სამ ოქროს წესს აზიარებს, რომლებიც პროდუქტის შეფუთვაზე თითქმის არასდროს არ აწერია.

„წესები, რომლებიც არცერთ ავტორუჯს არ აწერია!

თუ გინდათ, რომ ყავისფერი ტონი იდეალურად დაჯდეს, ზოლებისა და „ჭუჭყიანი“ ლაქების გარეშე, დაიმახსოვრეთ ეს 3 დერმატოლოგიური ნაბიჯი:

1. მომზადება: წასმამდე აუცილებლად გაიკეთეთ მსუბუქი ექსფოლიაცია. მოიშორეთ მკვდარი უჯრედები, თორემ პიგმენტი მათზე უფრო მუქად დაჯდება.

2. ლოკალური ბარიერი: ტანის კრემი წაისვით მხოლოდ მშრალ ზონებზე (მუხლები, იდაყვები, კოჭები), რომ ეს ადგილები ზედმეტად არ გამუქდეს. სხვაგან კრემი პიგმენტს უბრალოდ დაბლოკავს.

3. ფუნჯის ჰაკი: ხელის მტევნები ხელთათმანით ყოველთვის ჭრელი გამოდის. დარჩენილი მასა ფუმფულა ფუნჯით გადაინაწილეთ თითებს შორის.

და იცოდეთ: ავტორუჯი არ არის მზისგან დამცავი! ის კანს UV სხივებისგან არ იცავს, ამიტომ SPF-ის გამოყენებას ჩვეულებრივ აგრძელებთ!

შეინახეთ ეს ვიდეო შემდეგი წასმის წინ და დამიწერეთ, რომელი წესი გესმით პირველად?“, - აღნიშნავს დერმატოლოგი.