Digest Logo

🎥 ცნობილი შეფმზარეულის გურამ ბაღდოშვილის ხაჭოს პასქის რეცეპტი

1775550840
 გურამ ბაღდოშვილი

პასქას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს.

პასქის ცხობა ერთგვარი რიტუალია, მას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივი რეცეპტებიც არსებობს, ასევე რეცეპტები შედარებით პატარა პორციისთვის. სურვილი თქვით, თორემ პასქა ტაფაზეც კი ცხვება. თუმცა, თუკი კლასიკური პასქის მომზადება გადაწყვიტეთ, გარჯა და წესების დაცვა მოგიწევთ. 

ბოლო პერიოდში პოპულარულია ხაჭოს პასქა, რომლის რეცეპტსაც ცნობილი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი გვიზიარებს:

1 ხაჭოს პასქის ულუფა

ინგრედიენტები

ხაჭო - 400გრ • არაჟანი - 35 გრ • კარაქი 80 გრ • შაქარი 50გრ • ვანილი - 1გრ • ალკოჰოლი - 1ჩაის კოვზი • დარიჩინი - 1 გრ • ლიმონის ცედრა - 1ც • ფორთოხალი - 1ც • ნაღები - 80 გრ 35% • კვერცხის გული - 2 ცალი • საზამთროს მურაბა - 50 გრ • კაკლის მურაბა - 50 გრ • კომშის მურაბა - 50 გრ • გარგრის ჩირი - 30 გრ • კარალიოკის ჩირი - 30 გრ • შავი ქლიავი ჩირი - 30 გრ • ნიგოზი - 30 გრ • ცუკატი - 30 გრ • ქიშმიში - 30 გრ

მომზადება

კარაქი ისე ავთქვიფოთ გავათეთროთ. ცალკე ავთქვიფოთ ხაჭო და არაჟანი. ტექსტურა უნდა იყოს კრემისებური.

კვერცხის გულს ვაყრით შაქარს და ვასხამთ ნაღებს. ვხარშავთ ორთქლზე. უმი კვერცხით არ ვაკეთებ კრემს. ამით თავიდან ვიცილებ სალმონელას ჩხირებით დაინფიცირების რისკს. ინგლისური კრემის ტიპის კრემს ვამზადებ. ვაყრით ვანილს. ვურევთ. მომზადებულს ყინულებზე სწრაფად ვაგრილებ.

დიდ ჭურჭელში ერთმანეთში გადაურიეთ ათქვეფილი კარაქი, ნაღები და ხაჭო-არაჟანი ერთმანეთში და დააყარეთ ჩირების ნაკრები, გემოვნების მიხედვით. ნიგოზი, მურაბები - კაკლის, საზამთროს, კომშის. დაფქული მუსკატირ კაკალი, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა. მიხაკი, დარიჩინი..“,  - გვირჩევს ბაღდოშვილი. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by გვანცას პოდკასტი 🎙️ (@podcastbygvantsa)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მე მიყვარხარ ისევ“ - მაკა ზამბახიძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს

⭕არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას - ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურება

⭕„სწორედ დღის ამ პერიოდშია სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება“ - 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი