Digest Logo

„წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით...“ - რიტუალი ქეთი ოდიშელისგან, რომელიც მთვარის დაბნელებისას სრულდება

1741932722
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

ამჯერად იგი გვიზიარებს ინფორმაციას 14 მარტის მთვარის დაბნელების შესახებ და ამ დღეს ჩასატარებელ რიტუალებს გვასწავლის:

„კეთდება აუცილებლად პიკამდე (საქართველოს დროით დღის 11:31)

დაანთეთ თეთრი სანთელი, აიღეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი (თუ არ გაქვთ გააკეთეთ ფურცელზე) დაწერეთ თითოეულ ფოთოლზე თითო პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, დაწერეთ ერთი სიტყვით (აზრობრივად განავრცეთ),

მაგ: ვალები (შინაარსი კი განავრცეთ, რა ტიპის ვალია, რამდენია, რამდენად გაწუხებთ, იგრძენით სხეულით ის დისკომფორტი რომელსაც გიქმნით ეს მდგომარეობა, სად არის ეს დისკომფორტი თქვენს სხეულში, რა ადგილასაა, ეცადეთ ყველაფერი დეტალურად გაიაზროთ).

(შეგიძლიათ დაწეროთ: ღალატი, დაშორება, ავადმყოფობა, ტკივილი, ალკოჰოლი. თითოეულ სიტყვას ფოთოლზე კი აზრობრივად განავრცობთ).

იღებთ ამ ფოთოლს/ფურცელს და წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით: „წარმავალო სამყაროვ, შეცვალე ის, რაც აქამდე მტანჯავს, ცეცხლის ძალავ, წაიღე ის, რაც ხელს მიშლის. წარსული წარსულთან, ძველი წარმავალთან, ფერფლი ფერფლთან. დაე იყოს ასე!“

დაწვით ფოთლები/ქაღალდის ფურცლები სანთლის ალზე, ფერფლი კი წყალს გაატანეთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს მთვარის დაბნელებაა! - რისი გაკეთება შეიძლება, რისი არ შეიძლება და რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

⭕+29 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ლევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში, შესაბამისად ეს ნაბიჯი არის უალტერნატივო