Digest Logo

🎥 „თუ ადამიანი ვერ ოჯახდება, ერთი ასოს ცვლილებით შეგვიძლია ბედი შევუცვალოთ...“ - როგორ გავლენას ახდენს სახელი ჩვენს ცხოვრებაზე, ანზორ ოდიშარიას რჩევები!

1731565816
ანზორ ოდიშარია

რას გვეუბნება ადამიანის სახელი მისი ხასიათის შესახებ, როგორ გავლენას ახდენს სახელი ჩვენს ცხოვრებაზე, როგორ ავარჩიოთ ის ძველი ქართული ანბანის მიხედვით და რაზე მიგვანიშნებს სახელში ჩადებული კოდი? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.

სახელი ადამიანის თანამგზავრია მთელი ცხოვრება, ამიტომ მისი შერჩევა სწორად უნდა მოხდეს.

„ეზოტერიკულად სახელი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს, კომპანიას, დაწესებულებას, ყველაფერს ბედისწერა ექმნებათ სახელით. ბგერები წარმოქმნის ვიბრაციას, წარმოიქმნება ენერგეტიკული ველი, რომელიც ადამიანის ბედისწერაზე მოქმედებს და მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე.

დააკვირდით, ერთი და იგივე სახელის მქონე ადამიანებში, ხასიათის მსგავსებით შესაძლოა ერთნაირი შტრიხები დაიჭიროთ. ადამიანის ოდნავ შეცვლილი სახელიც კი შესაძლოა ცვლიდეს მის ტიპაჟსა და ვიბრაციებს.

მქონია შემთხვევები, როცა სახელში ერთი ასოს ცვლილებით ბედისწერა შეგვიცვლია. აი მაგალითად როცა ადამიანი ვერ ოჯახდება ან ურთიერთობებში არ უმართლებს. ასევე არის კომპანიები, თუ ისინი არასწორ სახელსა და ბგერების ვიბრაციებს არჩევენ, შესაძლოა მათი საქმე წარუმატებლად წავიდეს. სახელისა და გვარის შეერთება თუ ნუმეროლოგიურად სწორად ხდება, მაშინ ოჯახთან, საკუთარ თავთან და ურთიერთობებში ჰარმონიაში მოდის“, - აღნიშნა ანზორ ოდიშარიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან გადახვიდეთ საქმიანობის ახალ ეტაპზე” - 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ ამინდი იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

საქართველოში მიწისძვრა მოხდა