კონფლიქტები ბავშვობის ბუნებრივი ნაწილია - სათამაშოს გაყოფა, წესების შეუსრულებლობა თუ განსხვავებული სურვილები ხშირად იქცევა მათთვის პირველ სერიოზულ ემოციურ გამოცდად. თუმცა სწორედ ასეთ მომენტებში იწყება შეთანხმების, ემპათიისა და კომპრომისის უნარების ფორმირება.
როგორ უნდა ვასწავლოთ პატარებს საკუთარი გრძნობების გამოხატვა ისე, რომ არ ეწყინოთ სხვას? როგორ დავეხმაროთ მათ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაში - ეს საკითხი დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც ემოციური ინტელექტი ძალადობაზე გაცილებით ძლიერ იარაღად იქცა.
ამ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელმა, საკვირაო სკოლის პედაგოგმა, ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ისაუბრა:
„ფრუსტრირება, იმედგაცრუება რაღაცით უკვე არის კონფლიქტი. უსუსური არსება, რომელსაც ჩვილობის დროს ერთადერთი რაც დარჩენია ემოციის გამოხატვაა, ტირის, რაც გამოხატავს ხელში აყვანასაც, კვების დაკმაყოფილებასაც, გამოცვლის, ძილის მოთხოვნილებებს.
როცა ეს მოთხოვნილებები დროულად არ კმაყოფილდება, იმედგაცრუება ჩნდება და ხდება კონფლიქტი.
რაც შეეხება იმ კონფლიქტს, რასაც ჩვენ შემდეგ სოციალიზაციის პროცესში ვაწყდებით, წამოსულია კომუნიკაცია. ნივთის დაბრუნება, დალოდება, რაღაცის გადავადება - დაკავშირებულია ფრუსტრირებასთან.
თუ ამ დროს მეტყველება არ არის წამოსული, კბენაც შეიძლება მივიჩნიოთ ტიპურ ქცევად“, - ამბობს ნინო ბუაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: