
„თუ გინდა რომ პატივს გცემდნენ, მოეშვი ამ ჩვევებს“, - ამ სათაურით „ფლო მასტერის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა „იუთუბის არხზე“ საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
„ყველას ისეთი ცხოვრება აქვს, რომელსაც მოაწერა ხელი. თქვენ თუ რაღაცები არ მოგწონთ, სხვების თქვენდამი დამოკიდებულებაში, შეიძლება ეს გამოიწვიეთ თქვენვე. გაგიზიარებთ 8 ჩვევას, რომელიც შესაძლოა გაზიანებდეთ თქვენ.
- ყველაფერზე დათანხმება - არაფრით არ შეიძლება. არა, ვერ - თქმა ისწავლეთ.
- მუდმივი მობოდიშება, თვითდაკნინება - ადამიანის ტვინში ნერგავთ, რომ უკვე საბოდიშოა და აცდენთ.
- აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება - როგორც გიცნობენ, ხმის ამომღები არ ხართ, ძალიან ცუდია. არ შეიძლება გაჩუმება. მერე ნახეთ უსამართლობა.
- ზედმეტი დაპირების გაცემა - თქვენი ნებით გასცემთ ზედმეტ დაპირებებს, ჯერ გარანტია გქონდეთ ამისი.
- საკუთარ თავზე ნაკლები ზრუნვა - სულ სხვებისთვის უნდა ვიყოთ, არ არის ასე. ყველაზე მთავარი, ვინც თქვენ ჩაგბარდათ, ეს თქვენი თავია და ჯანმრთელობა.
- შექების მუდმივი ძიება - არ უნდა ეძებოთ სულ, „ხომ კარგია, ხომ მოგეწონათ?“ ანუ შენ თვითონ უნდა შეგეძლოს, შენი ნაშრომის შეფასება.
- კონფრონტაციისგან გაქცევა - კონფლიქტში შესვლის შიშით, წინ ვერ მიდიან ადამიანები.
- საკუთარი ოცნებების უგულებელყოფა - ზუსტად უნდა იცოდეთ რა გინდათ.
მინდა, ამ ყველაფერს დავუფიქრდეთ და ჩავუღრმავდეთ“,- ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტემპერატურა +25 გრადუსამდე აიწევს - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით