Digest Logo

„თუ გსურთ, რომ თქვენმა სხეულმა დატვირთვას გაუძლოს, დაამატე რუტინაში...“ - 5 ვარჯიში სახსრების დასაცავად

1772906192
ვარჯიშებივარჯიშები

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც სახსრების დასაცავად 5 საუკეთესო ვარჯიში გაგვიზიარა:

„ამ 5 ვარჯიშიდან რომელს ასრულებთ ყველაზე ხშირად?  

ხშირად წელისა და მუხლის ტკივილის მიზეზი არა თავად სახსარი, არამედ სუსტი დუნდულები და დაჭიმული ბარძაყის კუნთებია.  

თუ გსურთ, რომ თქვენმა სხეულმა დატვირთვას გაუძლოს, ეს 5 მარტივი ვარჯიში თქვენს რუტინაში უნდა დაამატოთ:

დუნდულების ხიდი — სახსრების საუკეთესო დამცველი.

კედელთან ჯდომა — გამძლეობისთვის.

გაჭიმვა — მოქნილობისა და სიმსუბუქისთვის.

ეს ვარჯიშები არ საჭიროებს დარბაზს, მათი შესრულება სახლშიც მარტივია!“, - წერს მამუკა რაშოიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საბას პირველი მოგზაურობა თბილ ქვეყანაში“ - მარიამ ელიეშვილის ოჯახური კადრები

„გვაძლევს იმპულსს და გამბედაობას ვიყოთ პირველები, არ შევუშინდეთ, გადავდგათ პირველი ნაბიჯი...“ - თამარ ხოსროშვილი ვენერას ინგრესიაზე

როგორ იზიდავს ადამიანი საკუთარ ბედნიერებას თუ უბედურებას