შემოდგომა ის დროა, როცა კანი ზაფხულის მზის, ქარისა და მარილიანი წყლის გავლენას ნელ-ნელა იშორებ. სწორედ ამიტომ ითვლება ეს სეზონი ყველაზე შესაფერისად სახის განახლებისა და წმენდისთვის. მზის აქტივობის შემცირება, ჰაერის ზომიერი ტენიანობა და ორგანიზმის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესი ქმნის იდეალურ პირობებს კანის მოვლის ღრმა ეტაპისთვის.
შემოდგომა თითქოს გვიწვევს დავუბრუნდეთ ბუნებრივ ბალანსს, გავწმინდოთ არა მხოლოდ კანი, არამედ ენერგიაც, რომ ზამთარს სუფთა და ნათელი სახით შევხვდეთ.
რა ჩვენებები შეიძლება ჰქონდეს ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ქიმიურ პილინგებს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:
„სახის წმენდა და ქიმიური პილინგები ამ სეზონზე პოპულარულია.
სახის წმენდა გულისხმობს მექანიკურად ან კოვზებით, აპარატით ღია ან დახურული კომედონების ამოღებას. არსებობს ასევე ცხიმოვანი ფილამენტები, ხშირად გამოხატულია ცხვირზე, მას არ უყვარს მექანიკური ჩარევა.
ფერიმჭამელების არსებობს უკვე დიაგნოზია. თუ გვაქვს აკნე - წმენდა მკურნალობის გარეშე გაუმართლებელია, არ შეიძლება“, - ამბობს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ: