
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მოსალოდნელი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
როგორც თავად ამბობს, 21 ოქტომბრიდან ამინდი გამოიდარებს, დღის მაქსიმალური ტემპერატურა ზოგან +23, +25 გრადუსს მიაღწევს:
„დღეს მნიშვნელოვნად გაგვიავდრდა და აგვიცივდა, შემოდგომის სტანდარტული დღე გვაქვს - ნაცრისფერ წვიმიანი, ფანჯრებს მიღმა სიჩუმე და სველი ქუჩები....
მაგრამ ხვალ, დღის საათებში, საქართველოს ცაზე ღრუბლები დაიშლებიან და უმეტეს რეგიონში გამოიდარებს, ზეგიდან კი თბილი ამინდი დაბრუნდება - თითქოს, შემოდგომა კიდევ ერთხელ გვეტყვის:
„არ გტოვებთ ჯერ, არა“.
დღის მაქსიმალური ტემპერატურა ზოგან +23, +25 გრადუსს მიაღწევს...
ქუჩებში მზის სხივი და ფოთლების ფერწასული სიჩუმე შეერწყმება ერთმანეთს, ეს იქნება დღეები, როცა სეირნობა გახდება მედიტაცია და ჩვენ, მზიან ამინდთან ერთად, გავაგრძელებთ სიხარულის მიმოფრქვევას ირგვლივ - იმედით, სიმშვიდით, სიყვარულით“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატი გაჩეჩილაძემ და კარინა ლისენკომ შვილი გააქრისტიანეს - ფოტოები ემილიას ნათლობიდან