გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მადონა ჯუღელი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.
როგორ მოვიქცეთ მენოპაუზის დროს, რომ პრობლემები ავიცილოთ თავიდან? - ეს იყო თემა, რაზეც გინეკოლოგმა ისაუბრა და საზოგადოებას საჭირო რჩევები გაუზიარა.
„მენოპაუზის დროს აუცილებელია დავიცვათ ჯანსაღი კვება. საკვების მიღების შორის ინტერვალი უნდა იყოს 3 - 4 საათი, ამაზე მეტი დრო არ არის საჭირო, რადგან შემდეგ უკვე ორგანიზმი არის სტრესში.
რაც შეეხება საკვებს უნდა მივიღოთ ცილები, ბოსტნეული, ნახშირწყლები და მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი“, - ამბობს მადონა ჯუღელი.
მისი თქმით, მენოპაუზის დროს ქალის ცხოვრების ხარისხი მცირდება.
„მენოპაუზის საშუალო ასაკი არის 48 წელი, თუმცა როცა მენოპაუზა იწყება 45 წლიდან ეს ითვლება ნორმად. 45 წლამდე კი ეს არის ადრეული გამოვლინება.
მენოპაუზის დროს ქალის ცხოვრების ხარისხი მცირდება, აქ იწყება ოფლიანობა, დაღლილობა, ალები და ხასიათის ცვლილება“, - ამბობს გინეკოლოგი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ასაკი შენთვის მართლაც მხოლოდ ციფრებია“ - ნინო ნადირაძე საბერძნეთში მოგზაურობს
🎥 „ნუ მეძახი“ – გია ყანჩელის გენიალური კომპოზიცია დავით ლონდარიძისა და ნათია დევდარიანის შესრულებით
🎥 „ბედნიერი დღეები“ - სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი ამერიკაში მოგზაურობენ