
ფეხით სიარული არა მხოლოდ მარტივი და ხელმისაწვდომი ფიზიკური აქტივობაა, არამედ უამრავ სარგებელს აძლევს ჯანმრთელობას, გარემოს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. და მაინც რატომ უნდა ვიაროთ ფეხით? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“, ტრადიციული მედიცინის ექსპერტმა ნინო ვაშაკიძემ ისაუბრა:
„ბერძენი ფილოსოფოსები, როცა საუბრობდნენ და ბრძნულ დასკვნებამდე მიდიოდნენ, აუცილებლად დადიოდნენ, სეირნობდნენ. ამ დროს მოდის უფრო კრეატიული აზრები, უფრო კარგად ლაგდება მეტყველება და ფიქრები. ყველაფერზე მოქმედებს. კრიზისების მართვაშიც გვეხმარება ფეხით სიარული. თუ ადამიანი მინიმუმ ოცი წუთის განმავლობაში ივლის ფეხით, მისი კორტიზოლის დონე დაიწევს ანუ სტრესის ჰორმონი მინიმუმამდე შემცირდება. ასევე კარგია უძილობისთვის.
დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დადიხარ, რადგან ფეხით სიარულით შესაძლოა დაიზიანო თავი. თუ ქუჩაში ტელეფონით, თავჩაღუნული გადავვადგილდებით, მაშინ სხეული აუცილებლად დაზიანდება. ამ დროს ზიანდება მალები და მარტივად დაიღლები, რაც ვარჯიშში ნამდვილად არ ითვლება. ასევე შეიძლება გაჩნდეს წელის თიაქარი და ლისთეზი ანუ კისრის მალების დაცურება. აუცილებლად დაიწევს დაბლა ტესტოსტერონი და დაქვეითდება ლიბიდო“, - აღნიშნა ნინო ვაშაკიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველოს სიამაყე!...“ - „უეფა“ ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებს აქვეყნებს
⭕ ლუკა ლოჩოშვილი იუბილარია - როგორ აღნიშნა ფეხბურთელმა დაბადების დღე
⭕ „კარგი დასვენება...“ - თაკო ჩხეიძე სტამბოლიდან ფოტოებს აქვეყნებს