Digest Logo

🎥 „თუ რაღაც არ მოგწონს ურთიერთობის საწყისს ეტაპზე, ფიქრობ არაუშავს...არ გამოსწორდება“ - ოჯახური და პირადი ურთიერთობები, გიორგი ეხვაიას რჩევები

1759481630
გიორგი ეხვაია

ოჯახური და პირადი ურთიერთობები, როგორ მოქმედებს ყოველდღიურ კომუნიკაცია ჩვენს ფსიქიკაზე და როგორ ვიპოვოთ ჰარმონია ურთიერთობებში - აღნიშნულ საკითხზე იუთუბის პოდკასტში  „ბალანსი“ ფსიქოლოგმა, ფსიქოანალიტიკოსმა გიორგი ეხვაიამ ისაუბრა:

„პირველი ურთიერთობა ადამიანს რადიკალურად ცვლის. თუ რაღაც არ მოგწონს ურთიერთობის საწყისს ეტაპზე, დაიწყო ურთიერთობა, გავიდა სამი, ოთხი დღე, არ აქვს მნიშვნელობა და ფიქრობ „მოდი შევჭამ ამას“, „არაუშავს, გამოსწორდება“ - არ გამოსწორდება!

მე, თუ შენთან ერთხელ დავუშვი შეცდომა და შენ მე ეს არ მითხარი, კიდე გავაგრძელებ. მანამ გავაგრძელებ, სანამ შენ ამას არ მეტყვი.

მთავარია, საფუძველი ჩაიყაროს სწორად ურთიერთობებში, უნდა იყო დისციპლინირებული. საჭიროა ბევრი კითხვა დაისვას ურთიერთობებში და პასუხებიც შესაბამისად მეტია. უფრო მეტად გაიცნობ ასე ადამიანს, თუმცა დიდი გამოწვევა და პრობლემა სწორედ ამაშია. მე რომ შენთან მაქვს რაღაც ტიპის კომუნიკაცია, ეს იმას არ ნიშნავს რომ დეტექტივი ვარ, უბრალოდ მინდა შენზე მეტი ინფორმაცია გავიგო, რაც შეიძლება ღრმა კითხვები უნდა დაისვას.

აუცილებელია ყურადღება, შესაძლებელია ეს წვრილმანებში ჩანდეს. მაგალითად პატარა საჩუქარში ან უბრალოდ „დილა მშვიდობისა“-ში. მარტივი ყურადღებაც კი მნიშვნელოვანია რომ სიჯანსაღეში გადავიდეს ურთიერთობა.

მნიშვნელოვანია პატივისცემა, სულ რომ გაგაბრაზოს და წყობიდან გამოგიყვანოს, საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო. შეინარჩუნეთ მაქსიმალურად სიმშვიდე. თუ რაღაც არ მოგწონს და არ გსიამოვნებს, არ არის აუცილებელი იჩხუბო. მშვიდად აუხსენი.

აზრი უნდა ჩამოყალიბდეს საერთო შეხედულებამდე. მაგალითად, თუ ერთს უნდა ფილმის ყურება და მეორეს გასეირნება, შეგიძლიათ ერთით დაიწყოთ და მეორე გააგრძელოთ“, - ამბობს გიორგი ეხვაია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დღეს სათევზაოდ გავდივარ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

🎥 „ვნებიანი და აქტიური ხართ...“ - მარსი მორიელის ნიშანში, მომდევნო კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„შეიძლება ეს იყოს ილუზიის შედეგად გაჩენილი გრძნობა...“ - 3 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით