მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც სხვის საქმეში ერევიან.
როგორც მინეროლოგი აღნიშნავს, ამით საკუთარ თავსაც ვაზიანებთ და მასაც ვისი პრობლემების გადაწყვეტასაც ვიწყებთ:
„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები.
ჩვენ ყველანი ვიღაცის შვილები ვართ, მეგობრები, მშობლები, ახლობლები. და როცა საყვარელი ადამიანი რთულ მდგომარეობაში ვარდება, ხშირად გვგონია, რომ ჩვენი ვალია დავეხმაროთ — თუნდაც რჩევით.
მაგრამ ხშირად ასე ხდება: ჩვენ გულწრფელად ვეხმარებით, ვხარჯავთ ძალას და ენერგიას, ბოლოს კი ვრჩებით დაცლილები, შედეგი კი ან არ ჩანს, ან საერთოდ არ არსებობს. რატომ?
იმიტომ, რომ პრობლემის „გადაწყვეტით“ ჩვენ ადამიანს ვართმევთ მის ძალას. დახმარება ხშირად იქცევა ენერგეტიკულ „კრედიტად“ ადამიანი თითქოს ვალში გვრჩება, ჩვენ კი ნაწილობრივ ან სრულად ვიღებთ მის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ამით მას ვასუსტებთ.
როცა ვაწყვეტინებთ საუბარს, ვუსწორებთ საჯაროდ, ვაძლევთ დაუკითხავ რჩევებს, ვცვლით ბავშვის ან ზრდასრულის მოქმედების მიმართულებას ,ჩვენ ვიჭრებით მის პირად პროცესში. სიტყვა, მოძრაობა, მოქმედება , ეს ყველაფერი ენერგიის ნაკადია. მისი შეწყვეტა ნიშნავს საყრდენის გამორთვას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებთან. როცა ბავშვი რაღაცით გატაცებულია და ჩვენ უცებ ვაწყვეტინებთ,ვცვლით მის გზას, ჩვენ ვეუბნებით: „შენ არ აკონტროლებ არაფერს“. ეს კი აყალიბებს შიშს, აგრესიას, ან ინიციატივის დაკარგვას.
იგივე ხდება ზრდასრულებთანაც ,როცა ვაკეთებთ მათ მაგივრად იმას, რასაც თავად შეძლებდნენ. ეს არ არის დახმარება, ეს არის დასუსტება ადამიანის შესაძლებლობების და ენერგიის.
ბერტ ჰელინგერი წერს:
თუ შენი პრობლემის ტარებას სხვა იწყებს, ის, ვისაც პრობლემა ეკუთვნის, სუსტდება.
როცა ვიკავებთ თავს დაუკითხავი რჩევისგან, ის ძალა, რაც ამ შეკავებას სჭირდება, გადადის მასთან და ხშირად საჭირო აზრი და ძალა თავად მოსდის.
ნამდვილი მხარდაჭერა არ არის რჩევების მიცემა ან გადაწყვეტილებების მიღება სხვის ნაცვლად. ნამდვილი მხარდაჭერაა თქმა: „ვხედავ, რომ რთულია, მაგრამ მჯერა შენი ძალის. თუ დაგჭირდები - შენ გვერდით ვარ“.
როცა ვასრულებთ გადაზედმეტებული „ კეთილის“ თამაშს ,სხვის მიმართ ჩვენს ცხოვრებაში ნაკლებად რჩება უკვე ადამიანების ჯოგი და უფრო მეტი კეთილი,აზრიანი და მოყვარული ადამიანები მრავლდება“,- წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: