Digest Logo

🎥 „ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება...“ - ნინა პერტენავა „ბარიატრიასა“ და ჯანსაღ კვებაზე

1769704491
ნინა პერტენავა

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა პერტენავა სტუმრად გვანცა დარასელიას პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

ნინა პერტენავამ ისაუბრა „ბარიატრიაზე“ და აღნიშნა რომ მსგავს ქირურგიულ ჩარევას ვერ გარისკავს, რადგან ეშინია ორგანიზმის რეაქციის. მან ასევე ისაუბრა ჯანსაღ კვებაზე და რაციონზე, რომელსაც იგი ყოველდღიურად მიირთმევს:

ბარიატრიის „ცდუნება“ 

ნინა პერტენავა: „ბარიატრიის“ ცდუნება არ მქონდა თუმცა მქონდა შემოთავაზება. მაგრამ უარი ვთქვი რადგან ჩემმა ორგანიზმმა ეს კატასტროფულად განიცადა, ვინაიდან ადრე ერთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ბიორევიტალიზაცია მაქვს გაკეთებული სახეზე და ესეც ცუდად მიიღო ორგანიზმმა და ნაწიბურები დამრჩა. ასე რომ ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება. აღარ მივაყენე მსგავსი ტრავმა რადგან არ ვიცი ამას ორგანიზმი როგორ მიიღებს.

მამას და დედას ორივეს კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული წყლულის გამო, გენეტიკურადაც მიდრეკილი ვარ კუჭის პრობლემებისკენ. ისედაც ძალიან პატარა კუჭი მაქვს სურათი რომ გადავიღე ასე აჩვენა. დიდ რაოდენობა საკვებს ისედაც არ ვიღებ, ასე რომ მგონია ეფექტი არ მექნებოდა. ამიტომ ჩემით ვცდილობ რამე მოვიმოქმედო. მიყვარს მიზნების მიღწევა, მშვილდოსანი ვარ და არავის არ განვიკითხავ არასდროს. რომელი გზითაც თავად ურჩევნიათ ისე უნდა გააკეთონ.

ძვირია თუ არა ჯანსაღი კვება? 

ნინა პერტენავა: ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი ფუფუნება არის ჯანსაღი კვება. ის პროდუქტები რომლებიც ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაშია ძალიან ხელმისაწვდომია.

ჩამოვთვალოთ: დილას მე ვიწყებ კვერცხით. ეს არის ცილის წყარო, ვარ ენერგიულად. მიყვარს ყველა ვარიაციაში. ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მეორე ადგილზე არის ქათამი სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად.  მე ბევრი რამე არ მეჭმევა ჯერჯერობით. კვირაში ერთხელ შეიძლება ხორცი იყოს ან თევზი. ბოსტნეული, კომბოსტო და ა.შ. კომბოსტო ჩემში არანაირ პრობლემას არ იწვევს.

ლობიოს იმის გამო ვერ ვჭამ, რომ აქვს მაღალი ინსულინის ინდექსი. ნამცხვარს შევჭამ თუ ლობიოს, ერთნაირად ამდის ინსულინი. ძალიან მიყვარს მაგრამ ვერ ვჭამ. კომბოსტოს მწნილი არის საოცრება. ყოველდღე რომ მიირთვა, იმუნიტეტი იმატებს 30%-ით. ყოველდღე მივირთმევ. თითქმის არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში რასაც მივირთმევ.

კვირაში ერთხელ შესაძლოა ავოკადო ან თხილეული დავამატო. ვფიქრობ რომ სანამ სწორ კვებას დავიწყებდი კვება უფრო ძვირი მიჯდებოდა, ვიდრე ახლა. ლაქტოზა არ მეჭმევა და ვყიდულობ ულაქტოზო რძის პროდუქტებს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენ არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არადა სწორედ აქედან იწყება ჩვენი ჯანმრთელობა“ - ნინა პერტენავა

🎥 „საბედისწერო მოვლენების მომტანი იქნება...“ - 2026 წლის პირველი სავსემთვარეობა ლომში: მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი

⭕ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება - ცნობილია, რა დაზიანება მიიღო მან „ნიუკასლთან“ მატჩში