Digest Logo

🎥 „საბედისწერო მოვლენების მომტანი იქნება...“ - 2026 წლის პირველი სავსემთვარეობა ლომში: მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი

1769697552
მედეა დოლიძე

ასტროლოგი მედეა დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 2026 წლის პირველ სავსემთვარეობაზე საუბრობს რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება.

პირველი სავსემთვარეობა 2 თებერვალს გველოდება, რომელთან დაკავშირებითაც სპეციალისტი განმარტავს ამ დროს მიმდინარე პროცესებსა და გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ:

„დაბნელებების დაწყებამდე გვაშორებს მხოლოდ ერთი სავსემთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში.

ზოგადად ნებისმიერი სავსემთვარეობა წარმოადგენს მთვარის ციკლის კულმინაციურ წერტილს. ამ დროს ხშირად ვგრძნობთ ენერგიებისა და ემოციების მოზღვავებას. მეტაფორულად თუ განვიხილავთ, როგორც მთვარე ბნელ ცას ანათებს, ისე ჩვენშიც აღვიძებს გაცნობიერებისა და სიცხადის განცდას.

როცა სავსემთვარეობა ჩაივლის, ეს ვნებაც და ენერგიაც დაიკლებს. პროცესები დაიწყებენ დალაგებას. ლომის სავსემთვარეობას მოჰყვება მთვარისა და მზის დაბნელებები, რომლებიც 17 თებერვალს იწყება და სრულდება 3 მარტს. დაბნელების გავლენა ზოგჯერ ერთი თვით ადრეც იგრძნობა ხოლმე.

თებერვალი ძლიერი გაცნობიერებების, ინტუიციისა და საბედისწერო მოვლენების მომტანი იქნება, განსაკუთრებით 16-დან 21 რიცხვებში დაბადებული, მერწყულებისთვის, კუროებისთვის, ლომებისთვის და მორიელებისთვის.

დაბნელებები ხშირად გვიხსნიან ახალ გზებს, ამიტომ ეს სავსემთვარეობა ყურადღებას მიაპყრობს იმას, რა საჭიროებს გარდაქმნას და გათავისუფლებას ან დასრულებას, რადგან ახალს ჰქონდეს ადგილი შემოსასვლელად.

ვისაც ნატალურ რუკაში ჰყავს: კურო, ლომი, მორიელი, მერწყული, ეს სავსემთვარეობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარდამტეხ მომენტთან. თვითგამოხატვასთან, იდენტობასთან და ა.შ. მიეცემათ საშუალება გამოხატონ აუთენტურობა. უკან მოიტოვონ ის მოვლენები, რომლებზედაც ადრე გადარჩენისთვის იყვნენ დამოკიდებულები.

სავსე მთვარე ლომში, რომლის პიკიც 2 თებერვალს 2 საათზე. იქნება ოპოზიციაში, მარსთან, მერკურთან, ვენერასთან და პლუტონთან მერწყულში. ეს ოპოზიცია აჩენს ძლიერ ღრმა და არასასიამოვნო შეგრძნებებს. ის ამხელს დამალულ თემებს. გვიწევს საკუთარი შიშების გაცნობიერება. ძალაუფლებისთვის ბრძოლა და უარყოფითი საჭიროებები. მგრძნობელობას ზრდის უარყოფისა და მიტოვების მიმართ.

უნდა ვიყოთ ემოციურად გულწრფელები და ამ სავსემთვარეობით უნდა ვისწავლოთ ინტენსიურობის მიღება და მასთან ყოფნა. შესაძლოა მოულოდნელობებმა შეარყიოს ჩვენი აღქმა. აძლიერებს თავისუფლებისა და სიახლის სურვილს. შესაძლოა მოულოდნელ ემოციურ ცვლილებებში გამოიხატოს. არყევს ურთიერთობების საფუძვლებს“, - აღნიშნა მედეა დოლიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება - ცნობილია, რა დაზიანება მიიღო მან „ნიუკასლთან“ მატჩში

⭕ილია თოფურია სასახლეს, სადაც ჯორჯინასთან ერთად ცხოვრობდა 3-მილიონ ევროდ ყიდის

⭕„მოერიდეთ კრიტიკას, განსჯასა და ჭორებს“ - 29 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან