ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ბალიშის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.
როგორც იგი ამბობს, ადგილი, რაზედაც ყოველდღე თავს ვდებთ და ვიძინებთ, უამრავი ბაქტერიითაა სავსე, რასაც დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია.
„ტუალეტის უნიტაზზე მეტი ბაქტერია შეიძლება იყოს ჩვენს ბალიშზე. 17 000-ჯერ მეტი ბაქტერია აღმოჩნდა კვლევებით. ერთი კვირის გასარეცხი ნაჭერი იყო, სადაც დაგროვდა 3 მილიონი ბაქტერია ერთ ინჩზე. თუ დრო გაიზარდა ბაქტერიების რაოდენობა 12-იდან 50 მილიონამდე ადის.
ჩვენს კანში არის ბუნებრივი ცხიმი, რაც ბაქტერიას უყვარს. მუწუკი, ასთმა, კანის დაავადება, ალერგიები შეიძლება გამოიწვიოს ამ ბაქტერიებმა.
ჩვენს ბალიშზე ცხოვრობს ერთ-ერთი ბაქტერია, რომელსაც შეუძლია ნაწლავში შესვლა და დიდი პრობლემის შექმნა.
ბუმბულის ბალიშზე ბაქტერიები უფრო მეტად ვითარდება, 6 თვის შემდეგ მთლიანი ბალიში უნდა შეიცვალოს“, - ამბობს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა გააკეთოთ ახალ წელს თუ გინდათ, რომ 2025 წელს გათხოვდეთ
⭕ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 42 წელი გავიდა
⭕„ადამიანის ავადმყოფობასაც კი შთანთქავს...“ - შავი კატის მისტერია და მაგიური თვისებები